national delicacy

ძველი თბილისის ისტორიები

  • ID: 59106
  • ნახვები: 2791
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 25 იანვარს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან კულტურულ-შემეცნებით ტურს თბილისში. ტური იქნება საფეხმავლო და გაუძღვება გიდების ასოციაციის სერტიფიცირებული გიდი. მოვისმენთ ძველი თბილისის ძალიან საინტერესო ისტორიებს:

* გარეთუბანი – დღევანდელი თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები.
* გაბრიაძის თეატრი. (თავისი სიურპრიზით)
* ანჩისხატის ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი შენობა ქალაქში, თარიღდება როგორც მე-6 საუკუნის ტაძარი.
* ერეკლეს ქუჩა – სალაყბო, ქარვასლები, სიონის საკათედრო ტაძარი.
* მშვიდობის ხიდი - თანამედროვე საფეხმავლო ხიდი ძველი ქალაქის შუაგულში.
* მეტეხის ტაძარი – მეტეხის პლატო, საიდანაც ძველი ქალაქის შესანიშნავი პანორამული ხედია გადაშლილი.
* ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ლეღვთახევი და აბანოთუბანი, მე–2 საუკუნის რომაული აბანო...
* ჯვრის მამის ეკლესია, სინაგოგა, სომხური ტაძარი, თბილისის მეჩეთი (თავის არსით ერთადერთი მთელ მსოფლიოში).
* ბეთლემის უბანი – ათეშგა, ზედა და ქვედა ბეთლემის ტაძრები, დადიანის ქუჩის მოხატული სადარბაზო.

✔ 25 იანვარი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 10 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 3კმ. თბილისის ქუჩებში სასეირნო.

⏰ ვიკრიბებით:
თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს (ყოფილი მერიის) შენობის წინ. 09:45 სთ. ტურს ვიწყებთ 10:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურს ვასრულებთ თავისუფლების მოედანზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
სერტიფიცირებული გიდი.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება. ტურის მიმდინარეობას გვექნება მცირე შესვენება კაფეში, სადაც შეგეძლებათ სასურველი საკვები მიირთვათ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან ტურს. ❤

✔ აბანოთუბანი, ლეღვთახევი, მეიდანი, კალა. კოტე აფხაზის, შარდენის, ერეკლე მეორის, ბარათაშვილის ქუჩები ძველი თბილისის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია, გამორჩეული კულტურის შესანიშნავი შერწყმით. ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას ნახავთ ისტორიულ და საოცარ შენობებს, ეწვევით გოგირდის აბანოებს. აქ ნახავთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგას, სომხურ და კათოლიკურ ტაძრებს. ეს ყველაფერი თბილისს უქმნის შეუდარებელ და დაუვიწყარს ხიბლს. მოისმენთ უამრავ ლეგენდას თუ სახალისო თბილისურ ისტორიებს...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე10.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20