national delicacy

ბაკურიანი

  • ID: 58744
  • ნახვები: 1288
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/20
    დაბრუნება
    • 12/01/20
დამატებითი ინფორმაცია

❄❄❄ "ფიროსმანი ტურები" 12 იანვარს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს  ბაკურიანში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ. ტურის გეგმა ასეთია:

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში და თანაც ე.წ. "კუკუშკაზე" დავაგვიანებთ).

1. 10:30-სთვის პირველი გაჩერება გვქნება ბორჯომის რკინიგზის სადგურში. ვისაც სურვილი ექნება ე.წ. "კუკუშკით" მგზავრობის, დავტოვებთ სადგურში. ეს გახლავთ ძალზედ რომანტიული ორ საათიანი მოგზაურობა ლამაზი ხედებით, დათოვლილი ნაძვნარით და ა.შ. გაივლით უშუალოდ ეიფელის დაპროექტებულ ხიდზეც, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბაკურიანში გასართობად 2 საათით ნაკლები დრო გექნებათ, თუმცა ძირითადად სანახაობებს ყველაფერს იხილავთ.
2. ⛷ 11:30-სთვის გავჩერდებით ე.წ. "25"-ებთან. აქ თოვლში გასართობათ ყველანაიარი საშუალებაა. თხილამურების ქირაობა ⛷, ბურანები, ციგები, ყინულის მოედანი ☃, ცხენით სეირნობა, სნოუბორდი, კვადროციკლი და ა.შ. აქვეა სათრეველა საბაგიროებიც. ეს ადგილი (მცირე დაქანების გამო) ყველაზე კარგია დამწყები მოთხილამურეთათვის. მათ, ვინც ოცნებობს, მალე დადგეს თხილამურებზე, გამოცდილი ინსტრუქტორები სრიალის ტექნიკას შეასწავლიან. 13:00-ზე ბაკურიანის რკინიგზის სადგურში შევხვდებით ჯგუფის ნაწილს, რომელიც კუკუშკით ამოვა და 13:30-სთვის ამოვიყვანთ "25"-ებთან. აქ გავჩერდებით 15:00-მდე და "კუკუშკით" ამოსული ჯგუფის ნაწილს ექნება 1-1.5 სთ. აქ გართობის.
3. 15:00-ზე გავდივართ დიდველისკენ. აქ გველოდება გონდოლა–საბაგიროები და ულამაზესი ხედები. ქვედა სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მ. ხოლო ზედა 2130 მ-ზე. თუ ვინმეს არ ენდომება დიდველზე წამოსვლა, დავტოვებთ "25"-ებთან და აქვე შევხვდებით 18:00-ზე.

⏰ თბილისისკენ მოვემგზავრებით 18:00-სკენ "25"-ებიდან და თბილისში ვიქნებით 21:00-ზე. თუ ჯგუფის უმრავლესობას ენდომება სახნიკლე, შევალთ მანდაც და ჩამოსვლის დრო იქნება 22:00.

✔ 12 იანვარი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
საბაგიროების ღირებულება:
✔ ერთი ასვლა: უფროსი, ბავშვი - 7 ლარი.
✔ სამი ასვლა: უფროსი, ბავშვი - 21 ლარი.
⛷ სასრიალო და სხვადასხვა აღჭურვილობის ქირაობა.
კუკუშკის ბილეთი - 2 ლარი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/20
    დაბრუნება
    • 12/01/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა