ჩვენი ჯგუფი, ანუ GT-მეგობრები 15 დეკემბერს მოვაწყობთ მცირე ლაშქრობას ატენის ხეობაში და ვნახავთ რამოდენიმე უცნობ ძეგლს, რომელიც ჯერ თქვენ არ გინახავთ, ჩემო მეგობრებო.
რათქმაუნდა, ტრადიციულად დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ნანახით გაოცებული დარჩებით, ვისაც მოგწონთ ლამაზი ბუნება, ხეტიალი (მარტივი გზა, დანახვისივით :) ), ისტორიული ძეგლები, რომელთა ქვათა წყობა, ფერები, ფრესკები სულში სწვდება მნახველს.
ვინც მიცნობს, ქე იცის რომ მე ჯგუფურად მიყვარს ადგილების შერჩევა, სიარული და ნებისმიერი ცვლილება ჯგუფის სურვილით, ჩვენი გახარებისთვის და განწყობისთვის ხდება.
შემოგვიერთდით ჩვენს დიდ ოჯახში, ვისაც მოსწონს გუნდურად, ერთ ოჯახად და დიდ სამეგობროში ყოფნა.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს:
გავემგზავრებით მაღალი გამავლობის მინივენით, ( დელიკა ), მცირე ჯგუფი.
შეკრების დროს და ადგილს მოგწერთ პირადში.
რაც შეეხება საჭმელ-სასმელს, წამოიღეთ, შეზღუდვები მეგობრობასა და ძმობაში არ არსებობს.
ამინდის მიუხედავად, თან იქონიეთ თბილი ქუდი, ქურთუკი, ხელთათმანი და ფანარი.
ხელჯოხები თუ გაქვთ წამოიღეთ (არაა აუცილებელი).
ჯიპ ტურის ხარჯი მეტია და ფასიშეადგენს 40 ლარს.
თანხა უნდა დარიცხოთ პირად ანგარიშზე, რომელსაც მოგწერთ პირადში.
ნებისმიერი კითხვა მომწერეთ პირადში.
579 164 207
514 00 5141
Facebook: Georgian Travelers
https://www.facebook.com/georgian.travelers.12