national delicacy

ახალი წელი სვანეთში

  • ID: 58302
  • ნახვები: 1819
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 3 დღიან საახალწლო ტურს. გაატარეთ ზღაპრული ახალი წელი თოვლით შემოსილ ქუნქულა სვანეთში.

31 დეკემბერი, 1, 2 იანვარი. (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი)
3 დღე / 2 ღამე

I დღე:
თბილისიდან გასვლა ღამით 2:00 სთ-ზე.
(30 დეკემბერი რომ დაღამდება და 31 დეკემბერი დაიწყება)
ზუგდიდი - მესტიის გზაზე უკვე გათენებულზე ანუ დღის შუქზე ვივლით.

✔ ენგურის ხეობა და წყალსაცავი
✔ ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მე-16 ს
✔ დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
✔ ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია
✔ მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
✔ მარგიანების კოშკი და მუზეუმი

საღამოს დავბრუნდებით სასტუმროში და დავიწყებთ მზადებას ახალი წლის შესახვედრად.
ღამით მესტიის ცენტრში დავესწრებით საახალწლო კონცერტს.

II დღე:
✔ თეთნულდი
დილით 11:00 საათზე დელიკებით ავალთ კურორტ თეთნულდზე. დავტკბებით ხედებით, ვისეირნებთ საბაგიროებით და სურვილის შემთხვევაში ვისრიალებთ თხილამურებით.თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია.
✔ 17:00 საათიდან თავისუფალი დრო. გაისეირნებთ თოვლიან მესტიაში.

III დღე:
✔ ჰაწვალი
დილით 10:00 საათზე საბაგიროთი ავალთ ჰაწვალზე.
ზურულდიდან დავტკბებით სვანეთის დათოვლილი მთების ულამაზესი ხედებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს კაფე ზურულდი, რომელიც პირდაპირ საბაგირო ზურულდის ბოლოში, კურორტის უმაღლეს წერტილში მდებარეობს. კაფეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კუბდარი.
✔ თბილისში გამომგზავრება 14:00 საათისთვის.

✔ ტურის ღირებულება: 125 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 58 58 68 ლევანი

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 1:45 სთ-დან. გავდივართ 2:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული 20 ადგილიანი მარშუტკით
 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმებში შესვლა, ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები, თეთნულდზე დელიკებით ასვლა.
ყველა ლოკაციაზე შესვლა სურვილისამებრ
( ანუ სავალდებულო არაა)

- ხერგიანის მუზეუმი - 5 ლარი
- მარგიანების კოშკი - 3 ლარი
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი - 15 ლარი
- თეთნულდის საბაგრო: დელიკით ასვლა საბაგირომდე 22- 25 ლარი, საბაგირო -15 ლარი.

 კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად. მესტიაში არის ბევრი კაფე-ბარები, მაღაზიები. კვების საკითხი თავისუფალია და ყველა აგვარებს სურვილისამებრ.

 

✔ ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხვდებოდნენ ახალ წელიწადს სვანეთში?
სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში. ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ . ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე125.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20