national delicacy

ბუდაპეშტი - სენტეენდრე (4,5,6 აპრილი)

  • ID: 58283
  • ნახვები: 3045
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/11/21
    დაბრუნება
    • 06/04/20
დამატებითი ინფორმაცია

ბუდაპეშტი - სენტენდრე 725 ლარად ♥
-----------------------------------------------------------------------
4,5,6 აპრილს (შაბათი, კვირა, ორშაბათი), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ბუდაპეშტში. ასევე ჩვენი ტურის ფარგლებში მოვინახულებთ უმშვენიერეს პატარა ქალაქს - სენტეენდრეს.


4 აპრილი (შაბათი) - პირველი დღე:


05:40 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
06:50 საათი - ჩასვლა ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში (უნგრეთის დროით)
08:00 საათი - დაბინავება სასტუმროში (ქალაქის ცენტრში)
09:30 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:



✔ სენტ სტეფანის (იშტვანის) ბაზილიკა - გუმბათიდან (სადაც აუცილებლად მოვხვდებით) იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ბუდაპეშტზე.
ბაზილიკას შესასვლელთან განთავსებულია ულამაზესი სკვერი, რომელიც მოსაღამოვებისას ხალხმრავალ ადგილად გარდაიქმნება ხოლმე.
✔ პარლამენტს - შენობა დუნაის ნაპირზე დგას.
ის ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების.
✔ დუნაის ბულვარის ფეხსაცმელები - ზოგი მათგანი მამაკაცებს ეკუთვნით, ზოგიერთი – ქალებს. ეს მემორიალი იმ გარდაცვლილ ებრაელებს ეძღვნებათ, რომლებიც 1944-1945 წლებში უნგრეთის ისრების ჯვრის პარტიის წევრებმა დახოცეს დუნაის ნაპირებთან.
✔ ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა – ის ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მეორეა ნიუ-იორკის ცნობილი სინაგოგის შემდგომ. აშენდა 1859 წელს.
✔ ვაცის ქუჩა - ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, კაფეები. ასევე ეს გახლავთ ბუდაპეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც დიდი ხანია, სასეირნო და დასასვენებელ ადგილად იქცა. (აქ ტურის შუალედში გვექნება თავისუფალი დრო 1 - 30 საათი)
✔ 1 საათიანი გასეირნება გემით მდ. დუნაიზე და ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქის ცენტრალურ უბნებზე

19:00 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.



5 აპრილი (კვირა) - მეორე დღე:



✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში. 10:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ ჯაჭვის ხიდზე გასვლა - ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც აოცებს მნახველებს.
✔ მეთიუსის ეკლესიას - ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომლის მშენებლობა ორი საუკუნის მანძილზე მიმდინაროებდა. ის აგებულია გოთიკურ სტილში და იმდენად ლამაზია, რომ როდესაც XVI საუკუნეში თურქებმა დაიპყრეს ქალაქი მათ ვერ გაიმეტეს ტაძარი დასანგრევათ და მხოლოდ ფრესკები გადაღებეს.
✔ მეთევზეთა ბასტიონს - ხედები პარლამენტის შენობაზე და მდინარე დუნაიზე
✔ უნგრეთის ეროვნულ მუზეუმს - მუზეუმის კოლექცია ეძღვნება უნგრეთის ისტორიასა და ხელოვნებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს დაარსების მომენტიდან 1990 წლამდე პერიოდს
✔ გელერტის მთას და ციხეს - აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში. გადმოსახედი ბუდაზე და პეშტზე



ტურს ვასრულებთ 17:00 საათისთვის, თავისუფალი დრო.
პ.ს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განიტვირთოთ აქვე მდებარე გოგირდის აბანოებში ან ისეირნოთ მდ. დუნაის სანაპიროზე, ვაცის საფეხმავლო ქუჩაზე და შეიქმნათ იდეალური განწყობა.
ბუდაპეშტი, ხომ შეგრძნებების და მოგონებების ქალაქია.


6 აპრილი (ორშაბათი) - მესამე დღე



✔ 08:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 09:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ გმირთა მოედანს
✔ ვაიდახუნიადის სასახლე და სოფლის მეურნეობის მუზეუმი - ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე ძალიან რომანტიული და არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე სასახლე.
✔ ვაროშლიგეტის პარკს და ტბას - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის (აქედან 50 მეტრში მდებარეობს ზოოპარკი, მონაწილეების სურვილის შემთხვევაში ამ ადგილსაც მოვინახულებთ )
✔ სენტეენდრეს - უმშვენიერესი პატარა ქალაქი ბუდაპეშტთან ახლოს



21:00 საათისთვის გამგზავრება ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო პროცედურები.
23:55 საათი - გამოფრენა ქუთაისისკენ (უნგრული დროით)
7 აპრილი (სამშაბათი) - 04:55 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში და გამომგზავრება თბილისისკენ.



ტურის ღირებულება გახლავთ 725 ლარი. ფასში შედის:



✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ბუდაპეშტი - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ - პრიორიტეტი სტატუსი
✔ სასტუმრო - ორი ღამით ქალაქის ცენტრში - ლინკს დავდებთ მალე
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
✔ ქართულენოვანი გიდი
✔ სამოგზაურო დაზღვევა

დაგვიკავშირდით:

(+995) 577 199 270;

(+995) 577 199 192

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე725.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/11/21
    დაბრუნება
    • 06/04/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა