national delicacy

დათოვლილი ყაზბეგი - გერგეტი, დარიალი, გველეთის ჩანჩქერი

  • ID: 58196
  • ნახვები: 2154
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/12/19
    დაბრუნება
    • 14/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 14 დეკემბერს, შაბათს, ❄❄❄ დათოვლილ ხევს ესტუმრება. მოვილოცავთ უძველეს ტაძრებს, ვიხილავთ ულამაზეს ხედებს, ციხე-კოშკებს, ჩანჩქერებს, დავტკბებით მთის სილამაზითა და სუფთა ჰერით. მაშ ასე, ეს ყველაფერი თქვენთვისაა:

1. გუდაურის "გადასახედი".
2. გერგეტის სამება - მე-14 ს. ზ.დ. 2200 მ. ხევის მშვენება. ავდივართ ფეხით. ფეხით ასვლას დიდი მადლი აქვს, დავზოგავთ თანხას, ტაძრიდან დაბრუნების დროზე არ ვიქნებით შეზღუდული, ავიცილებთ ყველანაირ კონფლიქტსა და უსიამოვნებას.
3. გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერები - ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში. ჩანჩქერთან არის საპიკნიკე ადგილები, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება კავკასიონზე.
4. დარიალის ხეობა - წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. მონასტერს საზღვარზე სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს.

✔ 14 დეკემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში 7კმ. საშუალო სირთულის გზა, თოვლიდან გამომდინარე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:30 სთ. გავდივართ 07:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში მივირთმევთ ხინკალს.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ გერგეტის სამება - მე-14 ს. ზ.დ. 2200 მ. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (მე-14 ს.), სამრეკლო (მე-14 ს.) და საბჭეო (მე-15 ს.). თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ხევში იმოგზაურა ანდრია მოციქულმა, რომელმაც გერგეტში აღმართა ჯვარი. გერგეტში ჯვარი აღმართა ასევე წმინდა ნინომ, რომელმაც ასევე იქადაგა ხევში. გადმოცემის მიხედვით ტაძრის აშენება უკავშირდება ვახტანგ გორგასალს. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, ის აშენებული უნდა იყოს მე-14 საუკუნეში. სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით სოფელ ღეჭიდან. ტაძარი მე-14 საუკუნეში ფერისცვალების სახელზე იყო აგებული. ბაგრატ V-მ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „საყდრისშვილებად“ ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ზეთის საღებავით გადახატა ტაძრის ინტერიერი. 2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ გამოჩნდა ტაძრის მხატვრობა, რომელიც მე-16 საუკუნით დათარიღდა. გამოჩნდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები.

✔ დარიალის ხეობა - წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.
სახელწოდება დარიალი წარმოდგება სპარსული დარი ალანისაგან (ალანთა კარი). დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. ხეობა ძველ ქართულ წყაროებში იხსენიება როგორც დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ივსთა კარი და სხვა.ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერ და იმერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. საქართველოს, რომის იმპერიის, არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიის საგარეო პოლორიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალზე ბატონობას. იგი იცავდა ამიერკავკასიას ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე მეომარ ტომთა თავდასხმებისაგან. გადმოცემით, დარიალის ხეობაში პირველი სიმაგრე აუშენებია იბერიის მეფე მირიან I-ს (ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარი). საქართველოში რომაელების პირველი შემოსვლის დროს (ძვ. წ. I ს.) დარიალის ხეობას კონტროლს უწევდა იბერიის სამეფო. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა ძველი სიმაგრე. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის ხანაში (VII-X სს.) დარიალის ხეობა და სიმაგრე მათ ხელში იყო. X-XIII საუკუნეებში დარიალის ხეობის როლი გაიზარდა. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან. დარიალის გზით ჩამოასახლა (1118-1120) საქართველოში ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა, მანვე განაახლა დარიალის სიმაგრე. XIII საუკუნეში, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, დარიალის გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა. დარიალის ხეობით მიმოდიოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო მისიები. ვიწრო გზა აძნელებდა ხეობაში მიმოსვლას, ზამთარში კი სახიფათოც იყო. საქართველოს სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ მოძრაობა დარიალის ხეობაში რეგულარული და ინტენსიური გახდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/12/19
    დაბრუნება
    • 14/12/19