national delicacy

ი ო რ დ ა ნ ი ა -კონტრასტების სამეფო

  • ID: 57960
  • ნახვები: 1299
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20
დამატებითი ინფორმაცია

                         ი ო რ დ ა ნ ი ა -კონტრასტების სამეფო
????ის რასაც, ასე ელოდი ➡ 2020 წლის საჩუქარი, ????მზად არის! ???? 8 დღიანი ტური იორდანიაში.
იორდანიის მიწა ისეთივე ძველია, როგორც თავად ბიბლიის სტრიქონები. მისი ყოველი კუთხე-კუნჭული უდიდესი მოვლენების ნაკვალევს ინახავს, რომელთაც მსოფლიოზე უდიდესი ზეგავლენა იქონიეს.
ღია მუზეუმების უძველესი ნანგრევები, მითიური ქალაქები, ბიბლიური პერსონაჟები, ცივილიზაციის მემკვიდრეობა და ძველი სამყაროს მოზაიკური რუკა.
ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს განიბანეთ იორდანეში, დააგემოვნეთ უგემრიელესი არაბული სამზარეულო, დატკბით შესანიშნავი კლიმატით, გაისეირნეთ აქლემებზე უდაბნოში, იბანავეთ ორ ზღვაში და დალაშქრეთ მთები!

არ გამოტოვოთ ♥ დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით და დაიწყეთ ახალი 2020 წელი ახლებურად !

ტურს გაუძღვება: ➡️ ???????? დავით ხანთაძე

ტურის პროგრამა:????‍♀✈✈✈????????

გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 23:00 - 00:10 სთ-ზე ჩასვლა მილანში, და გადაჯდომა იორდანიის რეისზე. მილანი-ამმანი 06:00 გამოფრენა იორდანიისკენ.

1 დღე - 18 იანვარი (შაბათი)
10:55 სთ - ზე ჩამოფრენა ამმანის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი მკვადრი ზღვის სანაპიროზე. დაბინავება და დასვენება სასტუმროში.

2 დღე - 19 იანვარი (კვირა)- ნათლისღების დღესასწაული
ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც 19 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. მდინარე იორდანე მსოფლიოს უწმინდეს მდინარედ ითვლება. ნათლისრების დღეს მდინარე აღმა მიედინება. ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველი ნათლისღების დღესასწაულზე. ამ ადგილას მომლოცველებისა და მოგზაურთათვის მოხვედრა სანუკვარია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 5 ეკლესიის ნანგრევები, რომლებიც თარიღდება მე-5 საუკუნით. თითოეული მათგანი იესო ქრისტეს ნათლობასთანაა დაკავშირებული. ასევე, ეს ადგილი დატანილია წმინდა მიწის უძველეს რუკაზე.
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება მდინარე იორდანესთან ( იორდანიის მხრიდან), სადაც ახალი აღთქმის თანახმად მოინათლა უფალი. წმინდა წყალში განბანვის შემდეგ მოვინახულებთ ტაძრებს სადაც შემონახულია მოზაიკის მოხატულობა, გამგზავრება - მოვინახულებთ იროდი მეფის სასახლეს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ადგილი.
დაბრუნება სასტუმროში, ღამისთევა.

3 დღე - 20 იანვარი (ორშაბათი)
საუზმის შემდეგ ექსკურსია ჯერაშში -(უძველესი რომაული ქალაქი
6 500 წლის წინ. ასწლეულების განმავლობაში ჩამარხული იყო ტონობით ქვიშის ქვეშ. აღმოჩენილია მხოლოდ 70 წლის წინ). მნიშვნელოვანია უნიკალური ბერძნულ - რომაული არქიტექტურით. გიგანტური ნიმფეონი მთავარ ქუჩაზე , არტემიდას სალოცავი, ამფითეატრები, ტრიუმფალური არკა და ქალაქის შემოსასვლელი კარიბჭე, ზევსის ტაძარი.
Hammamat Ma’in – ის ჩანჩქერის მონახულება.
დაბრუნება ამანნში და ქალაქის ექსკურსია.
ჰერკულესის ტაძრის ნანგრევები, ომაიადების სასახლე (VIII ს) გასეირნება უძველესი ფილადელფიის ნანგრევებისკენ სადაც ვნახავთ რომაულ თეატრს, ოდეონს და გრანდიოზულ ნიმფეონს. ღამისთევა სასტუმროში ( ამანი)

4 დღე - 21 იანვარი (სამშაბათი)
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება მოზაიკების ქალაქში მადაბუში, წმ გიორგის ეკლესია, სადაც შემონახულია წმინდა მიწის უნიკალური რუქა (VI ს), არქეოლოგიურ პარკში მდებარე წმინდა ტაძრების მონახულება, არქეოლოგიური მუზეუმი.
მოვინახულებთ ნებოს მთას და მონასტერს, ეს ის ადგილია სადაც ბიბლიური მოსე ცხოვრობდა და 40 წელი უდაბნოში ხეტიალის შემდეგ აღესრულა.
სამეფო გზით გავემგზავრებით კარაკში - ჯვაროსნული ეპოქის კრაკ დე მოაბის შესანიშნავი ციხესიმაგრე. კარაკის მახლობლად (მოვინახულებთ გზად) არის ნოეს საფლავი (ისლამში - ნოჰა).
გამგზავრება ვადი-რამის უდბნოში. ვახშამი შოუ პროგრამით და ღამისთევა ბედუენების ბანაკში. ( დაბინავება კარვებში)
სადაც გველის ბედუინების მიერ მომზადებული ვახშამი რომელსაც კარვის შუაგულში ცეცხლის გარშემო შემომსხდრები მიირთმევთ, არომატული ჩაი და საოცარი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, უდაბნოს სიჩუმე რომელსაც მარტო ბედუინების ტრადიციული მუსიკა და ცეკვის ჰანგები ახშობს.

5 დღე - 22 იანვარი (ოთხშაბათი)
ადრიანი ადგომა და გამგზავრება აქლემებით მზის ამოსვლის სანახავად შუაგულ უდაბნოში, სწორედ იმ დროს, როდესაც მზე ზენიტში მოექცევა გადაინაცვლებთ ჯიპებში, ვნახავთ ულამაზეს ადგილებს სადაც ძველი ცივილიზაციის უტყუარი ნიშნები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.
გამგზავრება პეტრაში, ექსკურსია ვარდისფერ ქალაქში ( უძველესი ნაბატეველთა სამეფოს დედაქალაქი, აშენებულია 5-6 საუკუნეებში ჩვ.წთ. აღრიცხვამდე. ქალაქი – აღმოცენებულია ნაზი-წითელი ფერის ქვიშიანი კლდისაგან, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალში).
დაბინავება სასტუმროში და ღამისთევა. ( პეტრა)

დღე 6 - 23 იანვარი (ხუთშაბათი)
საუზმე სასტუმროში. ვაგრძელებთ პეტრას მონახულებას - შუადღემდე.
სადილის შემდეგ გამომგზავრება აქაბაში. თავისუფალი საღამო სასტუმროში. ( ზღვის სანაპიროზე)

დღე 7 - 24 იანვარი (პარასკევი)
საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დრო. საღამოს ტრანსფერი აეროპორტში
ღამისთევა ათენში

დღე 8 - 25 იანვარი (შაბათი)
ადრიანი საუზმე და გამომგზავრება ქუთაისში ( ათენი - ქუთაისი) ტრანსფერი თბილისში.

ტურის ღირებულება:
✔️სტანდარტული პაკეტი: 2605 ლარი ( 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები) + 600 ლარი ( ავიაბილეთის)
✔️პრემიუმ პაკეტი: 2855 ლარი ( 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები) + 600 ლარი ( ავიაბილეთის)

ღირებულებაში შედის:

✔ სამოგზაურო დაზღვევა;
✔ იორდანიის სავიზო მოსაკრებელი;
✔ ყველა ტრანსფერი მითითებული ტურში;
✔ ყველა ექსკურსია ;
✔ ადგილობრივი გიდის მომსახურება;
✔ ქართულენოვანი გიდის მომსახურება;
✔ ტურის მითითებულ ობიექტებზე ყველა შესასვლელი ბილეთი
✔ 2 დღიანი ტური პეტრაში;
✔ 1 საათიანი აქლემების საფარი + 2 საათიანი ჯიპ-ტური მზის ამოსვლისას ვადი რამში;
✔ 2- ჯერადი კვება ვადირამში ( საუზმე + ვახშამი)
✔ არჩეული კატეგორიის სასტუმრო საუზმით სხვა ქალაქებში;
✔ ვადი - რამში ღამისთევა კარვების ბანაკში;
✔ 1 ღამისთევა მილანში;
✔ ტრანსფერი ,, ქუთაისი-თბილისი"

ღირებულებაში არ შედის:
➡️ სადილები და ვახშმები
➡️ ავიაბილეთი ( დღეისთვის 600 ლარი)
➡️ Night- shou პეტრაში ( 24$) სურვილისამებრ.
თუ გიყვართ⁉???? მოგზაურობა და ???? თავგადასავლები ეს თქვენი შანსია ????
დამატებითი ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 568-814-212

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 605.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/01/20
    დაბრუნება
    • 25/01/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა