national delicacy

თხოთის მთა, თეთრახევი, სამთავისი, ქსნის ციხე და ა.შ.

  • ID: 57948
  • ნახვები: 1713
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/19
    დაბრუნება
    • 08/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს.

1.თხოთის მთის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია - მე-7-11 ს.ს. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი.
2. თეთრახევი - თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს.
3. კასპის აკლდამები, მე-4-6 სს.
4. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 სს.
5. ქსნის ციხე მე-16 ს.

✔ 8 დეკემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
8 კმ. მარტივი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

 

✔ თხოთის მთა, აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია, მე-7-11 საუკუნეები. ლეგენდის თანახმად ქართლის მეფე მირიანი მუხრანის მიდამოებში ნადირობდა. თხოთის მთაზე, რომ ფეხი შედგა, „დაბნელდა მზე მთასა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისადმე“. ამის მერე ნინოს ბრძანებით თხოთის მთაზე (ისე როგორც უჯარმასა და მცხეთაში) აღმართეს ხის ჯვარი. მოგვიანებით მე-7-8 საუკუნეებში აქ აშენდა თხოთის წმ. ნინოს ეკლესია. ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც მე-9-10 საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება მე-10-11 სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე მე-10-11 სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.

✔ სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 საუკუნეები. მე-5 საუკუნეში პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად. მე-6 საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ისიდორე სამთავნელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. დაკრძალულია აქვე. პირველი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ მე-10-11 საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ხოლო ახლანდელი მაცხოვრის ამაღლების ტაძარი 1030 წელს ააგო ეპისკოპოსმა ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელმა. 2007 წლიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

✔ თეთრახევი - თადეოზ "თათე" სტეფანწმინდელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 საუკუნე. თადეოზ სტეფანწმინდელი ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან მე-6 საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

✔ ქსნის ციხე (მტკვრის, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი), მე-16 საუკუნე. ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. ციხე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა. 1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/12/19
    დაბრუნება
    • 08/12/19