national delicacy

თოვლიანი ჯუთა

  • ID: 57945
  • ნახვები: 1607
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თოვლიან ჯუთაში. ვისაც სუფთა ჰაერზე განტვირთვა და ულამაზესი ქუნქულა ხედების ფონზე ფოტოების გადაღება გსურთ, ეს ტური თქვენთვისაა. 

: სოფელი სნო
: სნოს ციხე
: სოფელი ჯუთა
: ბანაკი ზეთა
: სასტურმო 5th Season
: ხედები ჭაუხებზე

✔ 7 დეკემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით გასავლელი მანძილი საერთო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3 კმ. მაგრამ თუ მარშუტკა ვერ ავიდა სოფელ ჯუთამდე (თოვლის გამო) დაემატება 4 კმ.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:20 სთ-დან. გავდივართ 7:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ყავა, ჩაი - პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს. (მარშუტკასთან როცა ვიქნებით, რადგან გაზქურა მძიმეა და ხელით ვერ ვატარებთ :) ).


კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით არ ვჩერდებით მაღაზისათან, დრო რომ არ დავკარგოთ. გთხოვთ საკვები, წყალი, ყავა, სიგარეტი და ა.შ. რაც გჭირდებათ ერთი დღისათვის შეიძინოთ წინასწარ.

ტურის შემდეგ ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავაგემოვნებთ ხინკალს.

 

✔ ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი.

✔ ჭაუხი - მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე შავი არაგვის მარცხენა მდგენელის — ბაკურხევის სათავეში. სიმაღლე 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჩრდილოეთის ჭაუხი (3842,5 მ), აღმოსავლეთის ჭაუხი (3644 მ) და დასავლეთის ჭაუხი (3496 მ).

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/12/19
    დაბრუნება
    • 07/12/19