გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება



