national delicacy

ნადარბაზევის ტბა, კვერნაქის ქედი, უფლისციხე, ქვახვრელი

  • ID: 57779
  • ნახვები: 3135
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/19
    დაბრუნება
    • 01/12/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს შიდა ქართლში.

სალაშქრო ბილიკი იწყება ნადარბაზევის ტბიდან, ავალთ მთა ზეგარდაზე ზღ. დონიდან 1114 მეტრზე, სადაც დგას ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესია. შემდეგ გადავალთ კვერნაქის ქედზე და ვიხილავთ პანორამული ხედებს კავკასიონსა და შიდა ქართლის ვაკეზე, ფერად მთებს. ვაგრძელებთ ლაშქრობას და მოგზაურობას ვიწყებთ წარსულში - ძვ.წ. მე- 10 საუკუნის კლდეში ნაკვეთ ანტიკურ ქალაქ უფლისციხესა და ე.წ. ,,მკვდარ სოფელში". უფლისციხის დათავლიერების შემდეგ ვნახავთ ქვახვრელის გამოქვაბულში ნაკვეთ ეკლესიას, რომელიც გაგოცებთ არქიტექტურის უნიკალურობით 

1. ნადარბაზევის ტბა
2. ზეგარდის წმ. გიორგი
3. კვერნაქის ქედი - ხედები კავკასიონსა და შიდა ქართლის ვაკეზე.
4. უფლისციხის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. ძვ.წ. მე- 10 ს. კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი.
5. ქვახვრელი - კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია. ადრინდელი ფეოდალური ხანა.

✔ 1 დეკემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ჯამში 12 კმ. მარტივი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:15 სთ-დან. გავდივართ 7:30 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)


კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ. (უკვე მალე ღამდება). საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის დაგჭირდებათ, გთხოვთ შეიძინოთ წინასწარ.

 

✔ კვერნაქები, კვერნაქის ქედი — ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდ. საქაშეთისხევიდან (დასავლეთი) მდ. არაგვამდე (აღმოსავლეთი). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ, განი 7-8 კმ.

✔ უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ძვ. წ. VI-IV სს. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. უფლისციხეში იყო თამარის დარბაზიც.უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე კლდეზეა აგებული.ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ. გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი 41 მეტრია სიგრძეში.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის. ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

✔ ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, სამრეკლო. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ. სიგანე 2 მ. სიმაღლე 2,5 მ.) ძირითადი კორიდორის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან შესაძლებელია მოვხვდეთ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში.კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია სიმაღლით 7,6 მ-ია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ამჟამად აღდგენილია.

✔ ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 856 მეტრზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ²–ია. უდიდესი სიღრმე 1,8 მ, ხოლო მოცულობა 3 მლნ. მ³.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/19
    დაბრუნება
    • 01/12/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა