national delicacy

კვერნაქის ქედი: ნადარბაზევი - უფლისციხე

  • ID: 57747
  • ნახვები: 1963
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/19
    დაბრუნება
    • 01/12/19
დამატებითი ინფორმაცია

"უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!"

"ფიროსმანი ტურები" 1 დეკემბერს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს შიდა ქართლში, კვერნაქის ქედის ნადარბაზევი - უფლისციხის მონაკვეთზე. მთელი ლაშქრობის განმავლობაში გვექნება შთამბეჭდავი ხედები როგორც ქედის ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ მიმართულებით.

1. ნადარბაზევის ტბა. მდებარეობს კვერნაქს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 856 მეტრზე. ზედაპირის ფართობი 1.18 კმ²–ია. უდიდესი სიღრმე 1.8 მ, ხოლო მოცულობა 3 მლნ. მ³.
2. კვერნაქის ქედი — მთა კვერნა ზ.დ. 1074 მ, რომლის თხემური ზოლის ღრმულში ზღვის დონიდან 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრეთი კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული ციხე-ქალაქი უფლისციხე.
3. უფლისციხეზე გადასახედი.
4. უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. წერილობით წყაროებში პირველად მე-7 საუკუნეში იხსენიება. დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
5. ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი - მდებარეობს კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლი მე-7-9 საუკუნეებით თარიღდბა. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.

✔ 1 დეკემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 19 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 8 კმ. მარტივი, თითქმის სულ სწორი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ კვერნაქის ქედი — ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდ. საქაშეთისხევიდან (დასავლეთი) მდ. არაგვამდე (აღმოსავლეთი). საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ, განი 7-8 კმ. მის აღმოსავლეთით მდ. ლეხურამდე ვრცელდება აღმოსავლეთ კვერნაქები ანუ საკუთრივ კვერნაქები (მთა კვერნა 1074 მ, მთა ზეგარდა 1114 მ), რომლის თხემური ზოლის ღრმულში ზღვის დონიდან 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრეთი კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული ციხე-ქალაქი უფლისციხე.

✔ ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი - მდებარეობს კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლი მე-7-9 საუკუნეებით თარიღდბა. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. ქვიშაქვის ფრიალო კლდეში გამოკვეთილ ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსში შედის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები და სამრეკლო.
სამრეკლო კომპლექსის შესასვლელის თავზე დგას. იგი მოგვიანებითაა აშენებული ნატეხი ქვით და არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს. ჩრდილოეთ კედელში სამრეკლოს თაღოვანი შესასვლელია, განივ კედლებში კი თითო სწორკუთხა სარკმელი. ნაგებობა დაბალი, გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავის მქონე გუმბათით სრულდება. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელზე ტრომპისმაგვარი კონსტრუქციით გადადის. კამარის კედლებში სამი პატარა ქვევრია ჩასმული.
სამრეკლო ბნელ კორიდორს უკავშირდება. ეს კორიდორი ძირითადია და მის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაშია შესაძლებელი მოხვედრა. ძირითადი კორიდორის გარდა გამოქვაბულში კიდევ ორი კორიდორია.
კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან 1 მეტრითაა შემაღლებული და ჩანს, რომ კანკელით ყოფილა გამოყოფილი. იმ ადგილას სადაც კლდის მასივი გახსნილია, საკურთხევლის კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები თაღოვანი ნიშებითაა დანაწევრებული. ტაძარს ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი, რომელიც დარბაზის განათების ძირითადი წყაროა, გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის შუა ნიშში. მეორე კარი კი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია და მეორე კორიდორში გადის.
დამხმარე სადგომი სწორკუთხაა, ცენტრში პატარა საკურთხევლით. ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია თითქმის წრიული მოხაზულობის, გუმბათოვანი კამარით გადახურული, ერდოიანი სადგომი. კამარა რთული მოხაზულობისაა და წვერში ოვალური ხვრელობი - ერდო აქვს. სადგომის დასავლეთის ნაწილში ღია კორიდორში გასასვლელი სწორკუთხა კარია.
გამოქვაბულის კედლებზე მოგვიანებით სომხური მოსახლეობის მიერ ამოკვეთილია ჩვიდმეტი ხაჩკარი (ხაჩკარი შუასაუკუნეების სომხური ძეგლია, რომელიც რთულ ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული დიდი ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენს. გავრცელებულია მთელ სომხეთში).

✔ უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. წერილობით წყაროებში პირველად მე-7 საუკუნეში იხსენიება. დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე. სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის. ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა. აქედან გამომდინარე ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.
უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებს განვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოყალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე19.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/19
    დაბრუნება
    • 01/12/19