national delicacy

გიორგობა: ბოჭორმა, საბადური, სიონი, მამკოდა და ა.შ.

  • ID: 57594
  • ნახვები: 2649
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 23 ნოემბერს, შაბათს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, წმ. გიორგის სახელობის სალოცავებში მიემგზავრება. ტურის მთავარი სანახაობა იქნება ბოჭორმის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ტყით დაფარული მთის წვერზე და საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება (იხ. ღონისძიების მთავარი ფოტო): ციხე-გალავანი, სასახლე, კოშკი და წმ. გიორგის ტაძარი, რომელიც უშუალოდ დავით აღმაშენებლის ბრძანებით მოიხატა და უშვილოთა სახელგანთქმული შემწეა. საღამოს დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს.

1. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრები, მე-9 საუკუნე. აქ გადაღებულია ფილმი "ორმაგი სახე". მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ. მონასტერი მდებარეობს მთაზე, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
2. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი. წამოუღეთ დათუნიებს ხილი და ბოსტნეული.
3. საბადურის ტყე (თბილისის ეროვნული პარკი).
4. საყდრიონის წმინდა გიორგის კომპლექსი: შუა დაბალი შენობა მე-5-6 საუკუნეების დროინდელია. მას მიშენებული აქვს გვიან შუა საუკუნეებში დარბაზული ეკლესია, ხოლო მე-16 საუკუნეში - ორ სართულიანი სამრეკლო.
5. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ტაძარი, მე-10 ს. უშვილოთა შემწე. ვახუშტი ბაგრატიონი ბოჭორმის შესახებ აღნიშნავს: ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი, შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: `ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა მერმე უწოდეს ბოჭორმა".
6. სიონის წყალსაცავი, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვის.

✔ 23 ნოემბერი, შაბათი, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.
✔ ტურის ღირებულება: 18 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ბოჭორმის ციხეზე: 1.5კმ (ერთი გზა) აღმართი, ტყის ფართო ბილიკი, საშუალოზე მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:30 სთ. გავდივართ 07:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბოჭორმის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ტყით დაფარული მთის წვერზე და საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება: ციხე-გალავანი, სასახლე, კოშკი და წმ. გიორგის ტაძარი, რომელიც უშუალოდ დავით აღმაშენებლის ბრძანებით მოიხატა და უშვილოთა სახელგანთქმული შემწეა. ვახუშტი ბაგრატიონი ბოჭორმის შესახებ აღნიშნავს: ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი, შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: `ვეჭ, ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა მერმე უწოდეს ბოჭორმა". ციხე ფუნქციონირებდა მე-18 საუკუნის ბოლომდე. 1749 წ. ერეკლე II-მ ციხე განაახლა, ბოჭორმის ციხის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ბოჭორმის ციხესიმაგრის შიდა ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა. ბოჭორმის წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც თარიღდება მე-10 საუკუნით, გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. მოხატულობა, რომელიც ამკობს ეკლესიის ექვსივე აფსიდის კედლებს თარიღდება მე-11-12 საუკუნეებით. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. ეს ტაძარი სამწუხაროდ აფეთქებულია ქართველი უღმერთოს ხელით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი - ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. 1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა". ბოჭორმის წმ. გიორგის ხატი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.
გიორგობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის აქ თავს. ხალხში არსებობს ასეთი რწმენა, რომ უშვილო ოჯახები ეკლესიაში ტოვებენ აკვნებს, ქვევრებს, თოჯინებს, ხოლო წმინდა გიორგი კი მათ შეეწევა და აჩუქებს შვილებს. ასევე სურვილს თუ ჩაუთქვამ და 3 წრეს მუხლისჩოქვით შემოუვლი, სურვილი აგისრულდება.

✔ მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 საუკუნე. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ). ეკლესიები აგებულია მე-9 საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. ტაძრის მოძღვრის, მამა სვიმონის ინფორმაციით, აქ ერთი ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელს ულოცია. გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელწოდებაც დავითს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს მიდამოები ხშირად ყოფილა მომხვდურის სამიზნე და ხალხი საზარლად აუოხრებიათ. როდესაც დავით აღმაშენებელმა ნახა აოხრებული სოფელი უთქვამს: ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო. მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. აგური გამოყენებულია მხოლოდ თაღების, გუმბათის ძირისა და ყელის კონსტრუქციაში. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1მ), შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულია ( 13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

✔ ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი: საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი „წითელი ნუსხით“ დაცული მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დათვების თავშესაფარი დააფუძნა. ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე თავშესაფარში პერიოდულად გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობა დათვებსა და მგლებს ათავსებს. თავშესაფარში მყოფი ცხოველები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში გასართობად ჰყავდათ გამომწყვდეული! ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში. დათვებისა და მგლების თავშესაფარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა მოწყობილი, ცხოველები ნახევრად ბუნებრივი პირობებიში არიან განთავსებულები. თითოეულ ცხოველს საკუთარი, მძიმე ისტორია აქვს.

✔ საბადურის ტყე, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული, მდიდარია ულამაზესი და ზღაპრული პეიზაჟებით. ტყე, რომელსაც შეუძლია გაგაოცოთ, შეგაყვაროთ თავი თავისი მომხიბლელობით და ზღაპრული გარემოთი წლის ნებისმიერ სეზონზე, თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

✔ სიონის წყალსაცავი. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. სიონის წყალსაცავის საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. იყენებენ სარწყავად. წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. განვითარებულია თევზის რეწვა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/19
    დაბრუნება
    • 23/11/19