national delicacy

გრაკლიანი ულუმბო რუისი ურბნისი

  • ID: 57437
  • ნახვები: 1815
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/19
    დაბრუნება
    • 17/11/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ-შემეცნებით და სალაშქრო ტურს შიდა ქართლში.

ვიმოგზაურებთ ტყეებში ჩაფლულ მდინარე ჭირათხეულას ხეობაში.

1. გრაკლიანი გორა - ძვ. წ. 11-10 სს. დათარიღებული წარწერა, სამეურნეო ნაგებობები, საცხოვრებელი და ტაძრები ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მე-5 საუკუნემდე.
2. ულუმბოს მამათა მონასტერი - მიქაელ ულუმბოელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს.
3. რუისის ფერისცვალების ტაძარი - მე-8-9 სს.
4. ურბნისის სიონი - მე-5-6 ს.

✔ 17 ნოემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო მხოლოდ ულუმბოს მონასტრის გზაზე. ერთი გზა 6 კმ. მარტივი სირთულის სულ სწორ რელიეფზე. ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 12 კმ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი - პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს. (მარშუტკასთან როცა ვიქნებით, რადგან გაზქურა მძიმეა და ხელით ვერ ვატარებთ :) )

 

- ულუმბოს მამათა მონასტერი - მე-6 საუკუნეში დააარსა მიქაელ ულუმბოელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა. დაკრძალულია აქვე. მე-13 საუკუნეში ჯალალ-ედ-დინთან ბრძოლისას ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავს. მე-14 საუკუნის ბოლოს ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან და დიდ სასწაულმოქმედად ითვლება. მის ძალას მიაწერდნენ ალექსანდრე პირველი დიდის დაბადებას. ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია თემურ–ლენგს. მეორედ აღშენების თარიღად 1400-1415 წლები სახელდება, ხოლო 1871 წელს მღვდელმსახურების განახლების მიზნით მონასტერი თავიდან აღადგინეს.

- რუისის ტაძარი - მე-8-9 საუკუნეები. მთავარი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, ხოლო მცირე ეკლესია - ღვთისმშობლის შობის. გადმოცემით თავდაპირველად აუგია ვახტანგ გორგასალს, თუმცა ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მე-11 საუკუნეში იგი განუახლებია გიორგი ეპისკოპოსს. საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხანი. თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442). მე-17 საუკუნეში ეკლესია განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს.

- ურბნისის სიონი - მე-5-6 საუკუნეები. "ქართლის ცხოვრება” ურბნისის აშენებას მცხეთოსის შვილს უფლოსს მიაწერს. იგი იხსენიება წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. აქ ერთი თვე გაჩერებულა და შემდეგ სალოცავად და სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. მე-8 საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა. დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა ცნობილი 1104 წლის საეკლესიო კრება. ურბნისი ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (მე-10 საუკუნე, გადამწერი იოანე ტატანელი).

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/11/19
    დაბრუნება
    • 17/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა