national delicacy

ლაფანყური, ინწობა (კახეთის კარიბჭე)

  • ID: 57236
  • ნახვები: 3462
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19
დამატებითი ინფორმაცია

საქართველოს ბილიკებზე გთავაზობთ ერთ დღიან ტურს უცნობ კახეთში.

1. მდ. ლოპოტას ხეობა
2. ლაფანყურის ჩანჩქერი
3. კიპურჭების ციხე
4. ლაფანყურის ცაბაურთა (დევისხვრელის ეკლესია)
5. ტორნისის დიდებული ტაძარი VI-VII ს.ს.
6. ლაფანყურის კოპალას ნიში
7. კახეთის კარიბჭე - ინწობას კომპლექსი (ფიქალები) - VI ს. ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ტაძართან ახლოს დაღესტნის სასაზღვრო ზოლია.

✔ 9 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
8 კმ. გზა არის მარტივი სირთულის.სალაშქრო მანძილს გავდივართ საშუალო ტემპით, ძალიან ნელა (ტაატით) სეირნობის რეჟიმში ვერ ვივლით, რადგან ტური გათვლილია დროში. ლაშქრობისას გზადაგზა შევჩერდებით დასასვენებლად და სურათების გადასაღებად. ტურის მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში ყველა ვეხმარებით ერთმანეთს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტყეში ვიმწვადავებთ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ

 

✔ ლაფანყური - თითქმის უკლებლივ ყველა ოჯახი ივრის ან არაგვის აუზში მდებარე ფშაური სოფლებიდან არის ჩამოსახლებული. მხოლოდ რამდენიმე ოჯახია ხევსურებისა და მთიულებისა. თელავიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, კავკასიონის კალთების ძირში, მდინარე ლოპოტის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი ლაფანყური. სოფელი თითქმის ოთხივე მხრიდან გარსშემორტყმულია სხვადასხვა სიმაღლის მთებითა და გორებით. მხოლოდ დასავლეთის მხარეს გაურღვევია მთათა რკალი სწარაფსა და დაუდეგარ ლოპოტას. სოფლის გარშემო არსებული ისტორიული ძეგლები ცოცხალი მოწმეა იმისა, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კარგად ათვისებული ყოფილა საუკუნეების წინ, თუმცა მასიურმა შემოსევებმა ლოპოტის ხეობის მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სამოსახლო. დღევანდელი დასახლება მოგვიანებით, მე–20 ს-ის დასაწყისში გაჩნდა, ძირითადად არაგვის და ივრის ფშავლებისაგან. ივრის ფშავლები კარგად იცნობდნენ ლოპოტის ხეობას, რადგან აქ აზამთრებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს. ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს მოსწონებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ მისი ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად, მაგრამ ორი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამხელა თანხის გადახდა. შეამხანაგებულა 10-12 კომლი, უყიდია 40 ჰა მიწა და 1908-1909 წლებში პირველი ჩამოსახლებაც დაწყებულა; მიწის ყიდვა-გაყიდვა 1906-07 წლებში გაფორმებულა. სავარაუდოდ, სოფლის სახელი - ლაფანყური მცენარე ლაფნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ლოპოტის ხეობაში მხოლოდ სოფლის შემოგარენში გვხვდება.

✔ ცაბაურთა (დევისხვრელის ეკლესია) საკმაოდ მასიური ნაგებობაა. აქ კარგადაა შემორჩენილი ქრისტიანული ტაძრისათვის დამახასიათებელი აღსავლის კარის ადგილი, კათედრა. სავარაუდოა, ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილიყო, გალავნით დაცული. აქვეა სხვადასხვა მოცულობის საზედაშე ქვევრები.

✔ კიპურჭების ციხე. კარგადაა შემონახული ციხის სათოფურებიანი ნაგებობა, რომელიც ლოპოტის ხეობის შემოსასვლელს ჩრდილოეთის მხრიდან აკონტროლებდა. ციხე, სავარაუდოდ, "ლეკიანობის" დროის ნაგებობა უნდა იყოს. ციხე ტინებზეა აგებული. საინტერესოა სახელწოდება "კიპურჭი". სულხან–საბას "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს" თუ დავეყრდნობით: "კიპორჭი" – თაფლი მაგარი". (კლდეებში მრავლად ბუდობს გარეული ფუტკარი და ალბათ წინაპრებმაც სახელი ამის მიხედვით უწოდეს).

✔ ტორნისის დიდებული ტაძარი VI-VII ს.ს. , რომელსაც ეტყობა მოგვიანებითი მიშენებების კვალი. ტორნისი დაბა ყოფილა, ხოლო ტორნისის მოქმედ ტაძარში ყოველდღიურად აღევლინებოდა წირვა–ლოცვა.აქ იწერდნენ ჯვარს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ახალშეუღლებულებიც.

✔ ნაკოშკარა სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ერთ დროს კოშკს წარმოადგენდა. მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საცეცხლე კოშკი უნდა ყოფილიყო, რომელზეც მტრის შემოსევების დროს ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე და მთელ ხეობას აგებინებდნენ, რომ გახიზვნა მოესწროთ. დღეს ამ ადგილას მხოლოდ ნანგრევებია. ტრადიციების მოყვარულმა ფშავლებმა აქ ხატის კვრივი დადგეს და ადგილის დედა უწოდეს, სადაც ყოველი აღდგომის სამშაბათს ამოდიან და შესაწირს სწირავენ უფალს.

✔ ინწობა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. სოფ.საბუედან (ყვარლის რ-ონი) 7 კმ-ზე. კომლექსში შედის: VI საუკუნის ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითა და აგურით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდებოდა სამსხვერპლოს, სადიაკვნეს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ეკლესიებს. სამხრეთ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომლის ორი ნალისებრი ფორმის თაღი შუაში აღმართულ სქელ, მასიურ ბოძს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა