national delicacy

დიდგორი, ბეთანია, ხეკორძულა, აბულეთი და ა.შ.

  • ID: 57211
  • ნახვები: 3707
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 9 ნოემბერს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ლამაზ ხედებიან, ისტორიულ-შემეცნებით ტურს ქვემო ქართლსა და მცხეთაში. ტურის მთავარი სანახაობაა დიდგორის ბრძოლის ველი, რომლის ნახვაც თითოეულ ქართველს საოცარი სიამაყით აღავსებს, აქ ხომ მიწის ყოველი გოჯი წმინდაა და წინაპართ გმირული სისხლით გაჟღენთილი, აქ თითქოს ისევ დათარეშობს წარსული გმირების თრიალეთური ლანდები. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ყველა მიმართულებით და მშვენიერი ადგილია ფოტოსესიისთვის. ტრადიციულად ტურის ბოლოს კი ხეკორძულას ხეობაში მოწყობილ საპიკნიკესთან დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს.

1. ბეთანიის მონასტერი - მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, წმ. მეფე თამარის ფრესკა, მდ. ვერეს ხეობა.
2. დიდგორის ბრძოლის მემორიალი - 1121 წლის 12 აგვისტოს აქ დავით მე-4 აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ გაიმართა ბრძოლა, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. აქ აღმართულია ბრძოლის მემორიალი და შთამბეჭდავად გაფორმებულია მიწაში ჩარჭობილი ხანჯლებით. აქვეა პატარა ტაძარი და მებუკის ძეგლიც."ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ".
3. ქვემო ნიჩბისის ციციშვილების ციხე-გალავანი, მე-17 ს. კომპლექსში შედის: კოშკი, აბანო, ლაზარეთის, აფთიაქის, ეკლესიისა და სკოლის ნანგრევები.
4. ხეკორძულას ხეობა, სადაც ლაშქრობას ვიწყებთ ადგილ სათოვლე - ნაბაღრებისკენ. ბილიკს მივყავართ აბულეთის უძველეს კომპლექსში: წმ. გიორგის ორი ეკლესია (მე-11 ს.), გალავნი, რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, ორი სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.

ტურის ბოლოს გვექნება პიკნიკი მდ. ხეკორძულას ჩხრიალის ფონზე, მის ნაპირას, სადაც თვით დიდოსტატს უსვამს წყალი და "მცხეთა ისე აუგია". აქ მოწყობილია საპინიკე მაგიდა-სკამები, აქვეა პატარა ნიში და წყარო. დავანთებთ კოცონს, ტრადიციულად შევწვავთ მწვადებს და სიამაყითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში.

✔ 9 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 6 კმ. მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბეთანიის მონასტერი - კომპლექსში შედის: მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მე-12 საუკუნის წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია და გვიანი საუკუნეების კარიბჭე. მონასტერი წარმოადგენდა დიდგვაროვან ფეოდალ ორბელიანთა საძვალეს. სამხრეთ კედლის ფრესკისა და წარწერის მიხედვით, მონასტრის ქტიტორია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი სუმბატ ორბელიანი. ჩრდილო კედელზე დაცულია მეფეთა მოხატულობა, რომელთა შორის უნიკალურია წმ. თამარ მეფის ფრესკა. მისი მეფობისას დაუწერიათ ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის შემდეგ დავით ბარათაშვილმა ქაშვეთში გადაასვენა და დღემდე იქაა. მე-19 საუკუნეში მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. მე-20 საუკუნეში მონასტრის მოვლა-პატრონობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე), რომლებიც 2003 წელს საქართველოს წმ. სინოდმა წმინდანებად შერაცხა. ბეთანია ხშირად გამხდარა პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გამოირჩევა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე აქ სეირნობა და ნადირობა ძალიან უყვარდა გალაკტიონ ტაბიძეს, რაზედაც დაწერა ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.

✔ დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია. 1120-1121 წლები მეტად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსათვის. ჯერ იყო და 1120 წლის 14 თებერვალს დავით აღმაშენებელმა ბოტორასთან გაანადგურა სელჩუკთა ლაშქარი. ამას მოჰყვა ყაბალასა და შარვანის აღება. იმავე წლის ნოემბერში აშორნიასთან დავითმა პირწმინდად გაანადგურა სულჩუკები. ამას თან დაერთო ის, რომ 1097 წელს დავითმა სულთანს ხარკი შეუწყვიტა. ამ დროს სელჩუკებს ასუსტებდა შიდა აშლილობები და ჯვაროსნული ლაშქრობები. დავითმა იცოდა რომ მის ასეთ თამამ გადაწყვეტილებას სელჩუკები უპასუხოდ არ დატოვებდნენ. 1121 წელს სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის-ძემ საქართველოში ლაშქრობა ბრძანა. მთავარსარდლობა მან ნეჯმ-ად-დინ ილღაზს დაავალა. ილღაზი ცნობილი იყო აღმოსავლეთში, მან 1119 წელს მდინარე ორონტის ნაპირთან დაამარცხა ჯვაროსნული ლაშქარი. ამიტომაც შეარქვეს ,,ნეჯმ-ად-დინი”, რაც ,,სარწმუნოების ვარსკვლავს ნიშნავს”. ილღაზის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ: დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვ. პაემანი თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე გვამცნობს მტერზე: ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა”. ხუცესები მებრძოლებს ლოცავდნენ. ანტიოქიის კანცლერი გოტიე გვამცნობს რომ დავით აღმაშენებელს მგზნებარე სიტყვით მიუმართვავს ქართველთათვის: "მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლიის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ." ბრძოლაში მონაწილეობდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 100 ფრანგი ჯვაროსანი და 500 ალან-ოსი. ხოლო თურქ-სელჩუკები იყვნენ 400000-დან 600000-მდე. ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა 200 მეომარი, მოღალატეებად შერაცხული, შეუშვა მტრის ბანაკში. მათ ხმლები იშიშვლეს და სელჩუკებს დაერივნენ. დემეტრე უფლისწულმა დავით აღმაშენებლის შვილმა გვერდიდან დაარტყა ილღაზის არმიას შემდეგ დავით აღმაშენებელმა შეუტია. მტერი შეირყა და უკუიიქცა. ქართველებმა მტერს 70 კილომეტრზე სდიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ილღაზი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მალე ისიც გარდაიცვალა. ამ ბრძოლას დავითის ისტორიკოსი ,,ძლევაი საკვირველს” უწოდებს. ქართველებმა ეროვნული დღესასწაული დიდგორობა დააწესეს და ყოველთვის იხსენიებდნენ დიდგორის გმირებს და გმირთა გმირს დავით მე-4 აღმაშენებელს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/11/19
    დაბრუნება
    • 09/11/19