ბიუჯეტი

ID: 56972
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12

არმაზი, კარსანი, ბაგინეთი

15 GEL

კონტაქტი

რუსთაველის გამზირი
pirosmani.georgia@gmail.com
595796010

მდებარეობა - ხანგრძლივობა

ტურის გამართვის პერიოდი

02/11/19 - 02/11/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

რუსთაველის გამზირი
pirosmani.georgia@gmail.com
595796010

გაზიარება

"ფიროსმანი ტურები" 2 ნოემბერს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ლამაზ ხედებიან, ისტორიებითა და ლეგენდებით დატვირთულ მისტიურ ტურს მცხეთაში. მცხეთა, ქალაქი, სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და კერპები კერპობდნენ! ფარნავაზი, ქურუმები, ღმერთები, კერპების დამხობა, ანტიკური საქართველო - ეს ის მისტიკაა, რომელსაც ამ ტურში იხილავთ. ტურის ბოლოს სალობიეში დავაგემოვნებთ უგემრიელეს ხინკალს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ⛰ ბაგინეთის (არმაზის) მთა. აქ იდგა კერპები: არმაზი (შუაში სპილენძის კერპი ოქროს ჯაჭვითა და ჩაფხუტით), გაცი (მარჯვნივ ოქროს კერპი) და გაიმი (მარცხნივ ვერცხლის კერპი). ახლა ამ ადგილის აღმართულია ჯვარი, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება. ჩანს სრულად მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და ა.შ. ავდივართ საფეხმავლო ბილიკით.
2. სოფ. კარსანი, ზ.დ. 700 მ. მდებარეობს საქართველოს დღევანდელ და ანტიკურ დედაქალაქებს — თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ხეობა სიგრძეში სულ შვიდიოდე კილომეტრს წარმოადგენს და დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება, რის შედეგადაც ხეობა გამოირჩევა წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით.
3. სოფ. კარსანი - საიდუმლო ლაბორატორია, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ. ძველი მიტოვებული შენობა მთელი თავისი მისტიკითა და საიდუმლოებებით. ფოტომოყვარულთათვის ძალიან საინტერესო ადგილი.
4. კარსნის დედათა მონასტერი, ღვთისმშობლის ტაძარი, მე-9-10 სს.
5. კარსნის მამათა (პირველი) მონასტერი, წმ. ნინოს ტაძარი, მე-7 ს. დგას მთის წვერზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მცხეთაზე. მონასტრის ეზოს უკანა მხრიდან კი ასევე თვალწარმტაცი ხედები გვეშლება არმაზის ციხეზე, რომელსაც დღის მეორე ნახევარში დავიპყრობთ. აქედან კი ეს ციხე სულ პატარა მოჩანს ხელის გულზე. ავდივართ საფეხმავლო ბილიკით.
6. კარსნის მამათა (მეორე) მონასტერი, წმ. გიორგის ტაძარი. ამ ეკლესიაზე მწირი ცნობები მოგვეპოვება. იგი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია საკურთხევლისა და ჩრდილოეთი კედლის მცირე ნაშთები, რომელიც ე.წ. „ქართული აგურითაა“ ნაშენი.
7. არმაზის მამათა მონასტერი, არმაზისხევი, ღვთისმშობლის ტაძარი, მე-12 ს. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია მე-16-17 საუკუნეებში. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.
8. არმაზის ციხე, მე-13-15 სს. საფეხმავლო ბილიკი იწყება მონასტრიდან და მივუყვებით არმაზისხევის ულამაზეს ბილიკს ციხემდე. ის ერთ-ერთ მაღალ მთაზე არის აშენებული. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
1. არმაზციხე (ბაგინეთი) ძვ.წ მე-4 - ახ.წ. მე-8 სს. საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), საკულტო ძეგლები და სამარხები (წარმართული კერპის კვარცხლბეკი, სამსხვერპლო, მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი).
2. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.

✔ 2 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 8 კმ. ძირითადად მარტივი, რამდენიმეგან საშუალო სირთულის რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ არმაზის კერპი - მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია: „აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“ სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის.

✔ გაცის და გაიმის - კერპები, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, არიან-ქართლიდან მცხეთაში მოუტანია აზოს, არიან-ქართლის მეფის ძეს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მეფედ იქნა დასმული ძვ. წ. IV საუკუნეში. სწორედ ამიტომ მატიანეში მათ „კერპნი სამეფონი“ და „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ეწოდებათ. გაცის და გაიმის კერპები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან. რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“

✔ კარსანი - გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი — ქართლოსი. ქართული საისტორიო-საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ. 1904 წელს სოფელში გაიხნსა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება, რომელიც 1935 წლიდან გადაიტანეს დუშეთში (დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ამ პერიოდისაა სოფელში დღემდე შემორჩენილი ობსერვატორიის ნაგებობა. თვითმხილველების გადმოცემით II მსოფლიო ომის პერიოდში აქ ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა. ომის შემდგომ შენობა გადაეცათ არქეოლოგებს, რომლებიც არმაზისხევი-ბაგინეთი-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ. 50-იან წლებში აქ განთავსებული იყო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები. ინსტიტუტის ატომური რეაქტორის ამუშავების შემდეგ ამ კომპლექსში განთავსდა ტუბსაავადმყოფო. ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამო. სავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1980-იანი წლების ბოლოს.

✔ მცხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას: მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთ ნახევარი კილომეტრით არიან დაშორებული. არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

✔ არმაზციხე (ბაგინეთი) ძველი მცხეთის შიდაციხე გახლავთ. არმაზციხის აშენებას ისტორიული წყაროები ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს მიაწერენ, იმავე წყაროების მიხედვით მისი თავდაპირველი სახელი ქართლია. სახელწოდება არმაზციხე ფარნავაზს და მის მიერ აღმართულ კერპს, არმაზს, უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს უზენაესი ღვთაება იყო. ბაგინეთი კი გვიან გავრცელებული სახელია და სავაუდოდ სპარსული სიტყვიდან - ბაგა (ღვთაება) - არის ნაწარმოები. არმაზციხის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. მათგან უძველესი დათარიღდა ძვ.წ. მე-4-3 საუკუნეებით და ფარნავაზის სამშენებლო საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული. მეორე სამშენებლო პერიოდად გამოიყო ძვ.წ. მე-3-1 საუკუნეები. მესამე სამშენებლო პერიოდი კი ახ.წ. პირველი-მე-8 საუკუნეებით განისაზღვრა. ძვ.წ. 65 წელს, იბერიის მეფე არტაგის მეფობის დროს არმაზციხე რომის სარდალმა - პომპეუსმა დაანგრია. თუმცა ქალაქი მალევე აღდგა. იგი საბოლოოდ მე-8 საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქრობის შედგად განადგურდა. ბაგინეთის არქეოლოგიური კვლევა და მეცნიერების მისით დაინტერესება მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება. ილია ჭავჭავაძისთვის ერთ ბერძენ ხელოსანს არმაზციხეზე ნაპოვნი აგურის ნატეხი უჩვენებია. ილია ძალიან დაინტერესებულა ამ ფრაგმენტით და დიმიტრი ბაქრაძისთვის უთხოვია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. დიმიტრი ბაქრაძეს ეს საქმე ექვთიმე თაყაიშვილისთვის მიუნდვია. სწორედ ექვთიმე თაყაიშვილის ორკვირიანი ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა მხატვრობის ფრაგმენტი ქალღმერთის გამოსახულებით. აღნიშნული ფრაგმენტი და ძეგლზე გამოვლენილი სხვა არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმში ინახება.

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა