national delicacy

შატილი მუცო არდოტი 2 დღე ხევსურეთში 52 ლარად! 5-6 ივნისი

  • ID: 5678
  • ნახვები: 11317
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

V&W Travel-Georgia გთავაზობთ 2 დღიან ჯიპ-ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში-ხევსურეთში, კერძოდ კი შატილში. 

შეკრების დრო და ადგილი: 5 ივნისი, პარასკევი 09:00, რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისში დაბრუნების დრო: 6 ივნისი, შაბათი საღამოს 9-10 საათი.

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე, 1 ღამე

ტურში შედის: ტრანსპორტირება ჯიპით
გამყოლის მომსახურება
კარავი, საძილე, ქვეშსაგები(შესაძლებელია სასტუმროში ღამისთევა სურვილისამებრ, დამატებით 20 ლარი)
პიკნიკი (სამწვადე,სალათა, სახლის საფერავი....)
 

ტურში წამომსვლელთა მინიმალური რაოდენობა: 6 

ტურის განმავლობაში ვიხილავთ: 1) ჯინვალის წყალსაცავს
2) დათვისჯვრის უღელტეხილი: ზღვის დონიდან 2676 მ. საედანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ორივი, პირიქთა და პირაქეთა 
ხევსურეთზე.
3) ლებაისკარის კოშკი - შუასაუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის 
ერთ-ერთი ნიმუში
4) შატილი - შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი 
ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ 
გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგიდა იქმნება 
ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში 
გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს
5)ანატორის აკლდამები - შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან მდებარეობს. სოფელში, 
რომელიც ისტორიული წყაროებით მე–18 საუკუნეში ამოწყდა.უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან 
გარდასულ ამბებს. სოფელს ჭირი მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე 
გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ 
მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ 
სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო. არც ერთ აკლდამას არ აქვს კარი, მხოლოდ 
სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. 
6) მუცო- ხევსურეთის კარიბჭე, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ ქაჯეთის ციხეს შეადარა. ციხე-სოფელი ციცაბო კლდეზეა ნაგები და სამი 
მხრიდან მიუვალია. ერთადეთი მისადგომი ერთ დროს ორი კაცის სიმაღლის გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომელსაც დღედაღამ 
მეგალავნენი იცავდნენ, მუცო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებს, ის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების 
ნამდვილ შედევრია.
7) არდოტი-მხოლოდ ჩვენს კომპანიასთან ერთად გეძლევათ შანსი მოინახულოთ არდოტი. სოფ. პირიქითა ხევსურეთში, მდინარე ანდაქსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და კლდეზე ნაგებ სოფელს წარმოადგენს. არდოტი 
ქვემოდან თითქმის არ ჩანს. მაღლა უნდა აუყვე და ზემოდან დახედო. სოფელი ზღვის დონიდან 1820 მეტრზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 08 07 02; 595 100 555 
Facebook: V&W Travel-GEORGIA

Site:  Travel-Georgia.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე52.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00