national delicacy

რკონი, ნოსტე, იკვი, ერთაწმინდა - შემოდგომის ფერებში

  • ID: 56628
  • ნახვები: 4585
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 20 ოქტომბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომისფერ ულამაზეს რკონში, მდ. თეძამის ხეობაში. ვიხილავთ ათასფერად შემოსილ ულამაზეს ტყეში ჩაფლულ უძველეს ტაძრებს, კოშკებს, ხიდს, ციხე-გალავანს, სასახლის ნაშთებს და ა.შ. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. სოფ. ნოსტე, ზ.დ. 920 მ. გიორგი სააკაძის ნასახლარი: ექვსსართულიანი კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი ნაგებობები, აბანო. ეს ადგილი სააკაძეებისთვის სტრატეგიული დანიშნულების იყო: აქედან იშლება ვრცელი სივრცე, ულამაზესი ხედები, ჩანს ქართლის ველები. აქედან ალბათ აკვირდებოდნენ მომხვდურ მტერს.
2. ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი. ტაძარში კანკელთან ახლოს დგას ბალდახინი, რომლის ქვეშ თუ გაძვრებით და სურვილს ჩაიფიქრებთ, ადგილობრივების თქმით, აუცილებლად აგისრულდებათ.
3. რკონის დედათა მონასტერი: კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა:
პირველი: ღვთისმშობლის ტაძარი (მე-7 ს. ინტერიერში მოხატულობის ნაშთები).
მეორე: ღვთისმშობლის ტაძრის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ტაძარი და სატრაპეზო (მე-13-14 სს.)
მესამე: სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი (მე-16-18 სს.)
4. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. სიგრძე: 12.5 მ, სიგანე: 2.2 მ. სიმაღლე: 7.6 მ.
5. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს. ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.
6. იკვის წმინდა გიორგის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-11 ს. შემორჩენილია მოხატულობა.
7. რკონის ციხე (მე-18 ს.): გალავანი, ეკლესია (მე-13 ს. შემორჩენილია მოხატულობის კვალი), კოშკი, სასახლე და სადაზვერვო კოშკი, საიდანაც თეძამის ხეობაზე იშლება ულამაზესი ხედები.

✔ 20 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 21 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 10 კმ. მარტივი, ტყეში სასეირნო. რკონის ციხე-გალავანიდან სადაზვერვო კოშკზე ასასვლელი ბილიკი: 200 მ. მკვეთრი აღმართი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:20 სთ. გავდივართ 07:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ სოფ. ნოსტე - მე-15 ს-ის დასაწყისში სოფ. ნოსტეში ივანე სააკაძემ მიიღო მამული. 1603 წ. გიორგი სააკაძემ რეზიდენცია სოფ. ფელიდან (მდ. ტანას ხეობა) ნოსტეში გადაიტანა. 1611 წ. ნოსტეში სტუმრობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) გიორგი სააკაძის დაზე დაქორწინდა. დიდი მოურავის აღზევებით განაწყენებულმა თავადებმა ნოსტე რამდენჯერმე დაარბიეს. სოფ. ნოსტეში მიწის დამუშავების დროს დაზიანდა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ფოთლისებური სატევარი და დაკუთხულღეროიანი საკინძის ფრაგმენტი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. მე-13 ს-ით. სააკაძეთა მე-15-18 სს-ის ნასახლარი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ფერდობზე. ნახევარწრიული კონტრფორსებით გამაგრებული გალავნის შიგნით იდგა კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი ნაგებობები, აბანო. კოშკი ექვსსართულიანია. აქვს სათოფურები და სალოდეები. სასახლე ორსართულიანი იყო. კოშკის აღმოსავლეთით გაითხარა აბანო. გალავნის გარეთ ჩრდილო-დასავლეთით აღმოჩნდა საჯინიბო.

✔ ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად". ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს.

✔ რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

✔ იკვის წმინდა გიორგის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მე-11 ს. შემორჩენილია მოხატულობა. ტაძარი მდებარეობს მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

✔ რკონის ციხე – არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე თეძმის ვიწრო ხეობაში, წალკიდან მიმავალი გზის პირას. ნასოფლარ რკონისა და რკონის კომპლექსს შორის. მაღალი მთის ფერდობზე. მას სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის. ხეობას მოჰყვება მანგლისიდან მომავალი გზა. ციხე თარიღდება მე-18 საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მისი დასავლეთი ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა კი – თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.

✔ დიდმოწამე ევსტათე (ევსტათე პლაკიდა, ევსტათე რომაელი) ცხოვრობდა I საუკუნეში, რომში, მოკვდინებულ იქნა 118 წელს, აღიარებულია წმინდანად მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ. მისი ხსენების დღეა 3 ოქტომბერი. ითვლება მეომრების, მონადირეების და მიწათმოქმედების მფარველად. ევსტათე მხედართმთავარი იყო ტიტუსი და ტრაიანე იმპერატორების დროს. გადმოცემის თანახმად, მან ქრისტიანობა ნადირობის დროს მიიღო, როცა ირემს დადევნებულმა მის რქებში გამოსახული, ჯვარზე გაკრული, მაცხოვარი იხილა, რომელმაც ჰკითხა: პლაკიდა რატომ მდევნი მე, მე ვისაც შენი გადარჩენა მსურს? ნადირობიდან დაბრუნებული ევსტათე, ოჯახთან ერთად, ქრისტიანად მოინათლა (ევსტათეს ოჯახის წევრებიც, ცოლი - თეოპისტია, შვილები - აღაპი და თეოპისტე, წმინდანებად არიან შერაცხულნი). ევსტათე, ძველი აღთქმის იობის მსგავსად, მრავალ განსაცდელს გადაიტანს - მისი მსახურნი დაიხოცნენ, საქონელი გაუნადგურდა, თავად კი გემით ეგვიპტიკენ მიმავალი, დააშორეს ჯერ ცოლს, მერე შვილებს. წმინდა ევსტათე ყოველგვარ განსაცდელს რწმენის შეურყევლად შეხვდა და გადაიტანა, რის შემდეგაც აღუდგა ოჯახი და როგორც სახელოვანი მხედართმთავარი, იმპერატორი ტარაიანეს მიერ, მიწვეულ იქნა ომის საწარმოებლად. ომის შემდეგ, წმინდა ევსტათე, კიდევ უფრო პატივდებული, დაბრუნდა რომში, სადაც უკვე ტრაიანე ადრიანემ შეცვალა იმპერატორის ტახტზე. წმინდა ევსტათე, ოჯახთან ერთად, მიწვეული იყო იმპერატორის სასახლეში, სადაც მოსთხოვეს, ბარბაროსებზე გამარჯვების აღსანიშნავად, მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის, რაზეც წმინდანმა უარი განაცხადა და თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მთელი ოჯახი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმინდანებს პირი არ დააკარეს, მაშინ გახელებულმა ადრიანემ ბრძანა მათი გახურებულ სპილენძის ხარში შესმა. 3 დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, სასწაულის მოწმენი აღმოჩნდნენ - მოწამეთა ცხედრები ცეცხლს არ დაეზიანებინა. სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა ცხედრები პატივით დაკრძალეს და როცა ქრისტიანების დევნა ჩაცხრა, სალოცავი აუშენეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე21.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/19
    დაბრუნება
    • 20/10/19