national delicacy

საბადური, სიონი, კევლიანი, ნადოკრა მამკოდა ცხვარიჭამია

  • ID: 56626
  • ნახვები: 2947
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/19
    დაბრუნება
    • 19/10/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 19 ოქტომბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომისფერ ულამაზეს საბადურის ტყეში, მდ. თეზამის ხეობაში. ალბათ ყვეელას გვიოცნებია, განსაკუთრებით კი ბავშვობაში, ზღაპრულ ფილმებში ნანახი ფერიების და ელფების იდუმალებით მოცულ, მოჯადოებულ ულამაზეს ტყეში, თუნდაც ერთხელ ფეხის შედგმა და გასეირნება. ადგილი, სადაც მისტიკა სილამაზეს ერწყმის და ზღაპარს რეალობად ხდის. ეს საბადურია! ტყე, რომელიც თავისი სილამაზით, სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრები, მე-9 საუკუნე. აქ გადაღებულია ფილმი "ორმაგი სახე". მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ. მონასტერი მდებარეობს მთაზე, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
2. ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი. წამოუღეთ დათუნიებს ხილი და ბოსტნეული.
3. კევლიანის მონასტერი: ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ტაძარი ("ბნელა საყდარი", მე-7 საუკუნე). მდებარეობს ტყეში შემაღლებულ ბორცვზე, ულამაზეს ადგილას.
4. საბადურის ტყე (თბილისის ეროვნული პარკი).
5. სიონის წყალსაცავი, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვის.
6. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე). მდებარეობს შემაღლებულ ადგილას, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება.

✔ 19 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო:
კევლიანის მონასტერში - ჯამში 3 კმ მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:20 სთ. გავდივართ 07:40 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
⚠️ მიკროავტობუსი გამოვა რუსთავიდან და თუ ვინმე იქიდან მოდიხართ, მაცნობეთ წინასწარ.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 საუკუნე. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ). ეკლესიები აგებულია მე-9 საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. ტაძრის მოძღვრის, მამა სვიმონის ინფორმაციით, აქ ერთი ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელს ულოცია. გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელწოდებაც დავითს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს მიდამოები ხშირად ყოფილა მომხვდურის სამიზნე და ხალხი საზარლად აუოხრებიათ. როდესაც დავით აღმაშენებელმა ნახა აოხრებული სოფელი უთქვამს: ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო. მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. აგური გამოყენებულია მხოლოდ თაღების, გუმბათის ძირისა და ყელის კონსტრუქციაში. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1მ), შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულია ( 13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

✔ ცხვარიჭამია: დათვების თავშესაფარი: საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი „წითელი ნუსხით“ დაცული მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დათვების თავშესაფარი დააფუძნა. ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე თავშესაფარში პერიოდულად გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობა დათვებსა და მგლებს ათავსებს. თავშესაფარში მყოფი ცხოველები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში გასართობად ჰყავდათ გამომწყვდეული! ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში. დათვებისა და მგლების თავშესაფარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა მოწყობილი, ცხოველები ნახევრად ბუნებრივი პირობებიში არიან განთავსებულები. თითოეულ ცხოველს საკუთარი, მძიმე ისტორია აქვს.

✔ საბადურის ტყე, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული, მდიდარია ულამაზესი და ზღაპრული პეიზაჟებით. ტყე, რომელსაც შეუძლია გაგაოცოთ, შეგაყვაროთ თავი თავისი მომხიბლელობით და ზღაპრული გარემოთი წლის ნებისმიერ სეზონზე, თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

✔ სიონის წყალსაცავი. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. სიონის წყალსაცავის საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. იყენებენ სარწყავად. წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. განვითარებულია თევზის რეწვა.

✔ ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე). კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები. ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი მე-8 საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719-745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთი კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარებს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. მე-16-18 საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.

✔ არჩილ სტეფანოზის ძე — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში (ვახუშტის ცნობით — 668-718 წლებში), ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/19
    დაბრუნება
    • 19/10/19