national delicacy

პატარა აბული - აბულის ციხე, აიაზმა, თეჯისი, კუშჩი

  • ID: 56619
  • ნახვები: 3952
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/10/19
    დაბრუნება
    • 17/10/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ინფო ტურს ჯავახეთში.

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

რას ნიშნავს ინფო ტური:
ტურში ჩამოთვლილ ზოგიერთ ადგილას ჩვენც პირველად მივდივართ, მაგრამ წინასწარ გვაქვს შესწავლილი ყველა ადგილის ისტორია.

1. სოფელი განძანი
2. მთა პატარა აბული
3. აბულის მეგალითური ციხე- 3600 წლის. ხედები ტბებზე: ფარავანი და საღამო, ასევე დიდი აბულის მთაზე. ზღ. დ. 2670 მ.
4. ბეშთაშენი - წმინდა გიორგის ეკლესია X-XIII სს), მის მახლობლად - VII საუკუნის ეკლესია, ციკლოპური ციხის ნანგრევები.
5. აიაზმა - „წმინდა წყალს“ ნიშნავს. სოფელში დგას VI – VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ.
6. თეჯისი (ყოფილი ჩოლაყი) - სოფელში მდებარეობს ორი ეკლესია - წმ.ნიკოლოზი და აია კონსტანტინი, რომელნიც ნაგებია დიდი ზომის ქვებით, და მათ გარშემო კი მეგალითური წყობის ქვის გალავანია გარშემოვლებული. აია კონსტანტინის ცენტრში - შიგ ეკლესიაში - დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტიფრავთ. ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
7. კუშჩის ეკლესია VI-VII სს.

✔ 17 ოქტომბერი, ხუთშაბათი
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი.

ფეხით სასიარულო 3-4 კმ.

გთხოვთ პრეტენზიულები და წუწუნები ნუ წამოხვალთ
ამ ტურში. გასვლა არის მეგობრული სახის, არაკომერციული და ჩვენც თქვენსავით ვდებთ ტურის თანხას.

გაითვალისწინეთ რომ ასეთ გასვლებს არ ვიმეორებთ. ერთხელ გეძლევათ შანსი მაქსიმალური ნახოთ უმცირეს ფასად.

რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 5 კაცის წაყვანა შეგვიძლია.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო ისანთან.
გავდივართ 6:50 სთ. გავდივართ 7:00სთ. დაგვიანებულებს არ ველოდებით და გთხოვთ გაითვალისწინოთ.


ტურზე გასათვალისწინებელი:
✔ დილით არ ვაჩერებთ მაღაზიასთან. ყავა ვისაც გსურთ თერმოსით წამოიღეთ. პიკნიკზე ვჩერდებით ცოტახანს, რათა მაქსიმალურ დროს ვუთმობთ ძეგლების მონახულებას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/10/19
    დაბრუნება
    • 17/10/19