national delicacy

ძამას ხეობა - ბატეთის ტბა, ქოზიფა, ყინწვისი

  • ID: 56141
  • ნახვები: 3249
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/11/19
    დაბრუნება
    • 02/11/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 2 ნოემბერს, მდ. ძამას ხეობაში მიემგზავრება. შემოდგომის ამ პერიოდში აქ ყველაფერი ათასფრად იღებება და საოცარი სანახავია. მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით ზ.დ 2150 მ. სიმაღლიდანდან. ხეობაში წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე ერთმანეთს ერწყმის. საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც) ♨️ და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ქოზიფას მამათა მონასტერი - მე-7-9 სს.
2. ბატეთის ტბა: მეწყრული წარმოშობის ტბა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული.
3. ორთუბანი: ღმრთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. აქ დედა მარიამი დაგვათვალიერებს ულამაზეს სამოთხის ბაღს.
4. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. მსოფლიო დონის უნიკალური ფერწერა, თამარის ფრესკა და ყინწვისის ანგელოზი.

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევაგროვებთ დამატებით თანხას, ვიყიდით სამწვადეს, დავანთებთ კოცონს და საქეიფო მაგიდებზე მოვილხენთ ქართულად გემრიელად. თბილი მოსაცმელები არ დაგრჩეთ.

✔ 2 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 24 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ბატეთის ტბა - ჯამში 6კმ. ულამაზესი ტყის გზაზე.
ქოზიფაში - ჯამში 2 კმ.
თითოეული ეს მონაკვეთი მიუყვება ორხიდიანის სამანქანო გზას. რთული რელიფი არაა.
ტურის საერთო სირთულე - საშუალო.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ. მიკროავტობუსი გამოვა რუსთავიდან და თუ ვინმე იქიდან მოდიხართ, მაცნობეთ წინასწარ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

✔ ქოზიფას მამათა მონასტერი - მე-7-9 სს. მონასტერი მოქმედი ყოფილა მე-17 ს-მდე. მე-13 ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და მიმდინარეობს ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა. ქოზიფას მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. მე-13 ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. შემორჩენილია გალავნის “გარე ბჭის” წარწერა, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე. მე-15-16 სს-ში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა. სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავანის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. მონასტერი მოქმედი ყოფილა მე-17 ს-მდე. 1997 წლის 17 ივნისს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში არის საძვალე, სადაც მრავალი წმიდა ნაწილია დასვენებული.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე24.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/11/19
    დაბრუნება
    • 02/11/19