national delicacy

რაჭა შემოდგომით - მრავალძალი, გონა, ჭელიში

  • ID: 55714
  • ნახვები: 3489
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/09/19
    დაბრუნება
    • 22/09/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 21-22 სექტემბერს რაჭას მიემგზავრება. რაჭა ჩევნი სიყვარულია ♥ ტურში ვნახავთ მაქსიმუმს, გავალთ შუა ღამე, ვიმგზავრებთ გრილად, სასტუმროში ჩავალთ გამთენიისას, დავბინავდებით, დავისვენებთ და შევუდგებით ტურს. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში საღამოს სასტუმროს ეზოში შევწვავთ მწვადებს. მაშ ასე, ჩვენი გეგმა ასეთია:

დღე პირველი:
✔ გასვლა თბილისიდან პარასკევს 20 სექტემბერს ღამის 23:45-ზე. ანუ 21 სექტემბრამდე 15 წუთით ადრე.
✔ ჩასვლა უწერაში, საოჯახო სასტუმროში, დაბინავება, დასვენება ერთი საათი.
1. გონა - "პატარა შვეიცარია" (ღონისძიების მთავარ ფოტოზე). მდინარე ჩვეშურის ხეობა, ზ.დ. 1680 მ. მიტოვებული სოფელი, ძველი სახლები, გარშემო თოვლიანი მთები, შთამბეჭდავი ხედები. ავდივართ სამხიდიანით, დრო რომ არ დავკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დღეს მხოლოდ აქ ასვლას მოვანდომებდით.
2. ღები - კოშკი და სალოცავი, მე-16 ს.
3. გლოლა - ბერის საყდარი, მე-12-13 ს. მშენებლობა უკავშირდება დავით აღმაშენებელს. 1910–იან წლებამდე აქ შემორჩენილი იყო თამარ მეფის ფრესკა, რომელიც დაზიანდა და წაიშალა უყურადღებობის გამო.
4. კურორტი შოვი - ზ.დ. 1520 მ. მდ. ჭანჭახის ხეობა, ულამაზესი ფიჭვნარი, მჟავე წყლები და რაც მთავარია, დაგემოვნება რაჭული ლოობიანების (ლორით).
5. კურორტი უწერა - მინერალური წყაროები: გვერიტა, ნაპერწკალა და შავი წყალი.
✔ დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, საერთო პიკნიკი, მხიარულება, დასვენება და მზადება შემდეგი დღისთვის.

დღე მეორე:
✔ დილით ვდგებით 06:30-ზე, ტურს ვიწყებთ 07:00-ზე.
1. მრავალძალი (ყოფ. მთისკალთა) - ზ.დ. 1840 მ. ულამაზესი ხედები, წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 საუკუნე), სიყვარულის ტბა.
2. საყინულის მღვიმე.
3. კარსტული მდ. შარეულას ხეობა და მისი სათავე. ანუ ვიხილავთ პირდაპირ კლდიდან გამომავალ ფირუზისფერ წყალს. შთამბეჭდავი ადგილია ფოტოსესიისთვის.
4. ჭელიშის უდაბნო - მე-11 საუკუნის მონასტერი, ცნობილია ჭელიშის ოთხთავით. ტაძარი ახლახან აღადგინეს.
5. გოგნის წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ტაძარი "კარუგდებელი". ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს.

✔ 21-22 სექტემბერი, შაბათი-კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 75 ლარი.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 00:30 – 01:30

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
გლოლა (ბერის საყდარი) - 0.5 კმ.
უწერა (მინერალური წყარო გვერიტა) - 0.7 კმ.
მრავალძალი (სიყვარულის ტბა) - 1 კმ.
ჭელიშის უდაბნო - 2კმ.

⏰ ვიკრიბებით 20 სექტემბერს (პარასკევს ღამით):
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 23:30 სთ. გავდივართ 23:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
საოჯახო სასტუმროში ღამისთევა.
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
გონაში სამხიდიანით ასვლის საფასური - ერთ ადამიანზე 8 ლარი.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ გონა - .დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე.სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია.

✔ ღები - სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია.

✔ კურორტი უწერა უწერა -საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მდ. რიონის ნაპირებზე. მოიპოვება მინერალურ წყალი „უწერა“. ფეოდალურ ხანაში უწერა შედიოდა რაჭის ანუ რაჭა-თაკვერის საერისთაოში. 1687 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდრე IV-მ რაჭაში ლაშქრობის დროს გადაწვა უწერა.

✔ გლოლის ბერის საყდარი — XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ გლოლაში, ონის მუნიციპალიტეტში. ეკლესია ერთადერთია, რომელმაც გლოლის „ზედქალაქის“ შუა საუკუნეთა უამრავ ნაგებობათაგან სრული სახით მოაღწია. ეკლესია მცირე ზომისაა – 3,6 X 2,2 მ. ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, „ეკლესიის აშენებას მიაწერენ დავით აღმაშენებელს და მას „საბეროს“ უწოდებდნენ, ვინაიდან აქ მწირს უცხოვრია“. ეკლესია XIII საუკუნეში მოუხატავთ. 1910–იან წლებამდე აქ შემორჩენილი იყო თამარ მეფის ფრესკა, რომელიც დაზიანდა და წაიშალა უყურადღებობის გამო. ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობა „სულტანეთ წმინდა გიორგით“ მოიხსენიებს.

✔ შოვი - კურორტი ონის მუნიციპალიტეტში,, მდებარეობს მდ. ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მ. გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით. კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით.

✔ მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა. „ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უწმიდესსა და სათაყვანებელ ადგილზე. აუცილებელია, ყველა ქართველი ამოვიდეს, მუხლი მოიდრიკოს!“ (მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სიტყვები მრავალძალში ყოფნისას, 1999 წლის 4 ოქტომბერი)

✔ ჭელიში – ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (საყვარელიძემ) იმერეთის მეფის გიორგი II-ის შემწეობით. 1591 წლიდან ჭელიში ნიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა „მოქცევაი ქართლისაი“ს მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.

✔ გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი მე-7-8 საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ. სახელწოდება შემთხვევითი არაა. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენეს. როცა წმიდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს. ბევრ მათგანს წმიდანის სახელზე შესაწირი მოჰყავს. პატრიარქის ლოცვა- კურთხევით ძველი სალოცავის ახლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. გაკეთდა სალოცავთან მისასვლელი სამანქანო გზაც, რაც მომლოცველებს წმიდა ადგილთან მიახლებას უადვილებს. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია, ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/09/19
    დაბრუნება
    • 22/09/19