ბიუჯეტი

ID: 55573
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12

საფარა, რაბათი, ქვაბისხევი, აწყური - გოგიჩაანთღელე - დვირი

28 GEL

კონტაქტი

რუსთაველის გამზირი
pirosmani.georgia@gmail.com
595796010

მდებარეობა - ხანგრძლივობა

ტურის გამართვის პერიოდი

14/09/19 - 14/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

რუსთაველის გამზირი
pirosmani.georgia@gmail.com
595796010

გაზიარება

„ფიროსმანი ტურები“ 14 სექტემბერს ისტორიულ თორსა და სამცხეს ეწვევა. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ როგორც ცნობილ, ისე უცნობ და ძალიან საინტერესო ძეგლებს.

1. გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევებით. ულამაზესი ქვის კონუსურგუმბათიანი დარბაზების ჯგუფი მდებარეობს ტყეში.
2. დვირი - კვირიკის ეკლესია (კვირიკეწმიდა, საკვირიკე, მე-9 საუკუნე). მდებარეობს ტყეში, შემორჩენილია ულამაზესი ფრესკები.
3. ქვაბისხევის წმ. მარიამის ეკლესია, მე-8-9 სს. შემორჩენილია შოთა რუსთაველის ფრესკა. მდებარეობს შემაღლებულ ბორცვზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქვაბისხევის ხეობაში.
4. ახალციხის (რაბათის) ციხე, მდ. ფოცხოვის ხეობა, მე-9 ს. კომპლექსში შედის: გალავანი, ახმედ ჯაყელის მიერ აგებული მეჩეთი და მედრესე, წმ. გიორგის ტაძარი (მე-9 ს.), ჯაყელების სასახლე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი.
5. საფარის მონასტერი - მე-10 ს.

თუ დრო გვეყო, დავამატებთ:
1. აწყურის ციხე, მე-11 ს.
2. აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი, მე-10-11 სს. ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა.

✔ 14 სექტემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი.

ფეხით სასიარულო (ჯამურად): 6 კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:20 სთ. გავდივართ 06:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
⚠️ ახალციხის (რაბათის) ციხეში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის - 6 ლ. სტუდენტებისთვის - 3 ლ. მოსწავლეებისთვის - 2 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 20 ლ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევებით. მტკვრის ხეობის მარჯვენა ნაპირზე მაღალი მთის ტყით დაფარულ შუაწელზე გრანდიოზული ნამოსახლარის ნანგრევებია დაცული, ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და სოლისებურად მთავრდება მთის წვერზე. ამჟამინდელი სამანქანო გზა თითქოს შემოსაზღვრავს ნამოსახლარის ხილულ ნაწილს. კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს შეიცავს: წინაქრისტიანულს და ქრისტიანულს მის ცენტრალურ მონაკვეთში, წინაქრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, შესანიშნავად შემორჩენილი ქვის კონუსურგუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემო უკვე ქრისტიანული პერიოდის შუასაუკუნოვანი ნამოსახლარი განვითარდა.

✔ ქვაბისხევის ეკლესია - მე-8-9 საუკუნეების წმინდა მარიამის მიძინების სახელობის სამნავიანი ბაზილიკა. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.

✔ ახალციხის (რაბათის) ციხე, მე-9 ს. კომპლექსში შედის: გალავანი, ახმედ ჯაყელის მიერ აგებული მეჩეთი და მედრესე, წმ. გიორგის ტაძარი (მე-9 ს.), ჯაყელების სასახლე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. ქალაქის და ციხესიმაგრის ისტორია მე-9 საუკუნიდან იწყება, აღმშენებელია აშოტ I კურაპალატის უმცროსი ვაჟი გუარამ მამფალი, რომელიც ბიზანტიის სარდალიც გახლდათ, მან სამცხის ტერიტორიაზე ააგო სამი სტრატეგიული დანიშნულების ციხე-სიმაგრე: ჯუარის ციხე, ოძრხე და ლომსიათა (დღევანდელი ,,ახალციხის ციხე“), ტერმინი სამცხეც აქედან მომდინარეობს ,,სამი ციხე“. ,,ლომსიათა“-ს სახელწოდების ცვლილება მე-12 ს-ში უნდა მომხდარიყო, რადგან 1203 წლის ბასიანის ომის დროს ქალაქი ახალციხედაა მოხსენიებული. ტერმინი ახალციხე გულისხმობს ძველი ციხის განახლებას, რადგან ამ ადგილას მე-9 საუკუნიდან არსებობდა ,,ლომსიათ“ წოდებული ციხე-სიმაგრე. ე.ი თურქ-სელჩუკების შემოსევების დროს დაინგრა, ხელახლა ააშენეს და სახელიც ამიტომ შეეცვალა ,,ახალი ციხე“ ანუ ,,ახალციხე“. რაბათი ებრაული სიტყვაა და ქართულად ციხე-ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრს ნიშნავს. ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში - მას შემდეგ, რაც ახალციხე ქალაქის ტიპის დასახლებად იქცა - რაბათში ებრაელები დასახლდნენ. ამის მერე ამ პატარა უბანში სომხები, ბერძნები, რუსები და სხვადასხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანები გამოჩნდნენ. აიგო სინაგოგები, სომხური სამოციქულო და კათოლიკური ტაძრები.

✔ აწყურის ციხე - ფეოდალური ციხესიმაგრე მატიანეში პირველად იხსენიება მე-11 საუკუნის შუა წლებში. მე-16 საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

✔ საფარა - მე-10 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. საბას გუმბათოვანი მთავარი ტაძარი, რომელსაც სახრეთით ემიჯნება მიძინების ყველაზე ძველი ტაძარი, წმ. სტეფანეს, იოანე ნათლისმცემლის, წმ. დიმიტრის, წმ. გიორგის და წმ. იოანე ოქროპირის სამლოცველოები, ძველი ციხის ნანგრევები და სამრეკლო. მე-13-14 საუკუნეებში ჯაყელებმა გადააქციეს თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ. მე-16-17 საუკუნეთა მიჯნაზე, სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა დაცარიელდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში საფარას მონასტერი ერთი მღვდელის ამარა იყო დარჩენილი. მე-19 საუკუნეში მონასტერი სრულად მიტოვებული და გავერანებული იყო. 50-იანი წლებიდან აქ ქართველი ბერები დაემკვიდრნენ, ხოლო 1893 წელს რუსული მონასტერი დაარსდა, რომელმაც საბჭოთა პერიოდამდე გასტანა.

✔ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი, მე-10-11 სს. ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა. მისი შექმნაც უდიდეს სასწაულს უკავშირდება: ღვთისმშობელი უფლის სიტყვის საქადაგებლად თავის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში, გამომგზავრებას აპირებდა, როცა ქრისტე გამოეცხადა. მაცხოვარმა აუწყა, რომ მისი მიძინების (მიცვალების) დღე მოახლოებული იყო. ამიტომ საქართველოში ანდრია მოციქული უნდა გაეგზავნა. მას თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის სახეზე დადებით გამოისახებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა მისი სახე ჩვილი იესოთი. უფალმა ამ ხატზე საქართველოში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებლის სანუგეშოდ ასეთი სიტყვები ბრძანა – "ეს ხატი სრულექმნას მათ უკუნისამდე!". ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში, კერძოდ, აჭარის სოფელ დიდაჭარაში. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, ანკარა წყარო გადმოდინდა, რომელიც დღესაც მოედინება. ქრისტეს მოციქულმა ქართველი ერი მონათლა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. მღვდლები და დიაკვნები დაუდგინა და ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააგო. ხალხი ანდრია მოციქულს დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს სთხოვეს, მათთვის იმედად და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაეტოვებინა. მაშინ ანდრიამ აიღო ფიცარი, მიადო ხელთუქმნელ ხატს და დედა ღვთისას სახე ფიცარზე სასწაულებრივად გამოისახა.
შემდეგ ანდრია მოციქულმა ფერსათის მთა გადაიარა, მთაზე ჯვარი აღმართა, რის გამოც ამ მთას "რკინის ჯვარი" ეწოდა. გაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და ერთ სოფელში შეჩერდა, რომელსაც ზადენ–გორა ერქვა. იმ ადგილას წარმართული კერპები იყო აღმართული. წმინდა ანდრიამ ილოცა ღვთისმშობლის ხატთან და კერპები დაემხო. ამის შემდეგ ბორჯომის ხეობაში გადავიდა, სოფელ აწყურში, რომელსაც მაშინ სოსანგეთი ერქვა. იმ მხარეს ერთი ქვრივი დედაკაცი, სახელად სამძივარი, განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ძე გარდაცვლოდა. ღამით სოფელში ციხიდან გამომავალი ღვთისმშობლის ხატის ნათელი იხილეს. გამთენიისას სამძივარმა ამბის გასაგებად ხალხი გაგზავნა. ქვრივს აუწყეს, რომ ციხეში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული კაცები მათთვის უცნობ ღმერთს ქადაგებდნენ, რომელსაც ქვეყნის შემოქმედსა და დამბადებელს უწოდებდნენ. იგი იყო კაცთათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი და მკვდართა აღმდგენელი. ასევე მოახსენეს, რომ მათ თან ჰქონდათ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. ქვრივმა ყური რომ მოჰკრა ამბავს მკვდართა აღდგომის შესახებ, ნუგეში მიეცა. მოუხმო ანდრია მოციქულს და ვინაობა გამოჰკითხა. ქრისტეს მოციქულმა უპასუხა: "მოვედი ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს. ვარ მოციქული ჭეშმარიტი ღმერთისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვინც მას ირწმუნებს და მოინათლება, ყოველივე, რასაც ითხოვს რწმენით, მიეცემა და ყოველივე სენისაგან განიკურნება". ეს რომ დედაკაცმა გაიგო, ცრემლით შეევედრა მოციქულს, ელოცა ქრისტეს მიმართ და მკვდრეთით აღედგინა მისი ერთადერთი ძე. ქვრივმა აღუთქვა, თუ სასწაული მოხდებოდა, ქრისტეს ღვთაებრიობას ირწმუნებდა. მაშინ წმინდა ანდრიამ აიღო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, დაასვენა საწოლზე, სადაც მიცვალებული ესვენა და უფალს ხელაპყრობით შეევედრა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ყრმას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქვრივმა გაცოცხლებული ვაჟი რომ იხილა, მოციქულს ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლით თაყვანის სცა. იწამა უფალი იესო ქრისტე და თავის სახლეულთან ერთად მოინათლა. ამ სასწაულის მხილველი უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა. წარმართებმა და ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, წარმართულ ტაძარში, სადაც არტემიდასა და აპოლონის ქანდაკება იდგა, ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ და ელოცათ – ქრისტიანებს ქრისტეს მიმართ, წარმართებს – თავიანთი ღმერთების მიმართ. ვისი ღმერთიც გაიმარჯვებდა, თაყვანი მისთვის ეცათ. დაკეტილ კართან მცველები დააყენეს, დილით კერპები დამსხვრეული დახვდათ, ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა. დარცხვენილმა წარმართებმა შენდობა სთხოვეს ანდრია მოციქულს და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდეს.
წმინდა ანდრიამ აწყურშიც ააგო ტაძარი, რომელშიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა. ხატი აწყურის ღვთისმშობლის სახელით ამიტომაცაა ცნობილი. წმინდა ანდრიამ აწყურში პირველი საეპისკოპოსო ეკლესია დააარსა. შემდეგში იქ ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი. მე–9–10 საუკუნეებში კი ძველი ეკლესიის ადგილზე საკმაოდ დიდი ტაძარი აშენდა. იქ მუდამ იჯდა მღვდელთმთავარი.

მსგავსი ტურები
3 დღიანი ტური ბაკურიანში
planebed2caseeatumbrellamen
155 GEL
პატარა აბული - აბულის ციხე, აიაზმა, თეჯისი, კუშჩი
planebed2caseeatumbrellamen
40 GEL
დაშბაშის კანიონი,ფარავნის ტბა, ბერთას მონასტერი, ფოკას დედათა მონასტერი, საღამოს ტბა 20 ოქტომბერს
planebed2caseeatumbrellamen
25 GEL
სამცხე-ჯავახეთი ორ დღიანი: ბორჯომი, მწვანე მონასტერი, რაბათი, ზარზმა, ოქროს ციხე, ჭულევი, საფარა, აბასთუმანი, ასპინძის ციხე,ხერთვისის ციხე,წუნდის ტბა, წუნდის ეკლესია, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე, ვარძია 19-20 ოქტომბერს
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში 50 ლარად.. ბორჯომი-მწვანე მონასტერი-რაბათი-ვარძია
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
Самцхе-Джавахети (Вардзия, Зеленый монастырь, замок Xертвиси, Рабат, Боржоми)
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ვიპ ბორჯომი - ბაკურიანი borjomi-bakuriani
planebed2caseeatumbrellamen
250 GEL
ბორჯომი - მწვანე მონასტერი - რაბათი - ხერთვისის ციხე - ვანის ქვაბები - ვარძია.
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ვარძია - ვანის ქვაბები - ხერთვისის ციხე - რაბათი - მწვანე მონასტერი - ბორჯომი . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა