ბიუჯეტი

ID: 55494
1
2
3
4
5
6
7
8
9

9 სექტემბერს 3 დღიანი ტური თუშეთში

250 GEL

კონტაქტი

თუშეთი
bookinggeorgia@gmail.com
+995555384010
http://www.travelgeorgia.net/

მდებარეობა - ხანგრძლივობა

3 დღე - 2 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

09/09/19 - 11/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

თუშეთი
bookinggeorgia@gmail.com
+995555384010
http://www.travelgeorgia.net/

გაზიარება

9 სექტემბერს 3 დღიანი ტური თუშეთში (ასევე ყოველ პარასკევს და ორშაბათს) ტელ: 551 836 777 / 557 517 950 / 555 38 40 10
1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ საქართველოში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ ზღვის დონიდან). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, მწვერვალები. ვნახავთ ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, საიდანაც თუშეთის 2 ვრცელი ხეობა ჩანს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, ბოლოს ნასოფლარ აგეურთას
2) დ ღ ე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე(2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს. აქედან თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. შემდეგ პირიქითის ხეობის სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული სოფელ დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, შემდეგ გომეწრის ხეობის სოფლებს: ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.
3) დ ღ ე: გავემგზავრებით სოფელ დიკლოში, აქედან გავალთ ფეხით დაღესტნის საზღვარზე,ძველ დიკლოში, სადაც მდებარეობს ისტორიული „ძველი გალავანი“, რომელსაც ულამაზსი ადგილმდებარეობა აქვს. მოვისმენთ ისტორიულ დრამას.

* ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის – 250 ლ ა რ ი ! ფასში შედის: კვება: პირველი დღე სადილი და ვახშამი, მეორე დღე: 3-ჯერადი. მესამე დღე: საუზმე და სადილი. ტრანსპორტი – (გამოცდილი, მძღოლებით), საოჯახო სასტუმრო, გიდი. ტრადიციული, თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი (ხაჭაპური).
* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, თექის ნამუშევრები.
* გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის ტერიტორია 7:00 სთ

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა