national delicacy

პანკისის ხეობა

  • ID: 55362
  • ნახვები: 5726
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 8 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან კულინარიულ-შემეცნებით ტურს პანკისის (ალაზნის ზემო დინების) ხეობაში.

1. პანკისის ციხე (თორღვა პანკელის ანუ მაღრაანის ციხე), შუასაუკუნეები.
2. პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმი, სოფ. დუისი.
3. ბალთაგორის ძველი საბრძოლო კოშკი.
4. სოფ. ჯოყოლო, კვირაცხოვლის ტაძარი, მე-19 ს.
5. ხადორის ხეობა, მახვალის ჩანჩქერი.
6. ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, მენიუში შედის. 1. ხორცის ხინკალი 2. კარტოფილის ხინკალი. 3 ჭააბილგ - ქისტური ხაჭაპური (ხაჭოსგან). 4. ქისტური ჰალვა. 5 ქისტური უალკოჰოლო ლუდი. 6. ჯიჯიგ გალანიშ - მოხარშული ცომი ცხვრის ხორცთან ერთად. 7. კიტრი-პომიდვრის სალათი. 8. შებოლილი ხაჭო. 9. ყველი 10. პური. მენიუს ფასი: 20 ლარი (ამ თანხას ვიხდით ადგილზე). ⚠️ წინასწარ უნდა შეგვატყობინოთ ცხვრის ხორცს მიირთმევთ თუ საქონლის. შერეული ვარიანტი არ არსებობს.

✔ 8 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო (ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში):
4 კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ადგილობრივი კერძების საფასური.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა მდინარე ალაზანის ველზე მდებარეობს. ალაზანი სათავეს დიდი კავკასიონის მთებში იღებს, ხოლო პანკისის მიდამოებში მთის მჩქეფარე მდინარედ მოედინება.
პანკისის ხეობას დასავლეთით ემიჯნება თიანეთის ზეგანი და ზემო არაგვის ველი, სადაც ხევსურები სახლობენ (უდიდესი სოფელია ბარისახო), აღმოსავლეთით კი თუშეთის მაღალმთიანი ქვაბული.
პანკისის ხეობაში თბილისიდან მომავალი გზით შევდივართ, გომბორის უღელტეხილის გავლით, რომელიც კახეთის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრამდე – თელავამდე მიდის. შემდეგ კი გაივლის რა ვენახებსა და ხეხილის ბაღებში ჩაფლული სოფლების უწყვეტ ჯაჭვს ჩადის ახმეტის რაიონის ცენტრში – ახმეტა, რომელიც მდინარეების ალაზანისა და ილტოს ველებზე განფენილი. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ციხესიმაგრე ბახტრიონი.
ახმეტიდან გზა ჩრდილოეთით მიემარტება ( ოდნავ აღმოსავლეთით უქცევს), უკვე პირდაპირ პანკისის ხეობამდე.
ხეობის პირველი სოფელი ძირითადად ფშაველებით, მთიელი ქართველებით, და მცირერიცხოვანი ოსური ჯგუფით არის დასახლებული. ეს მატანია. აქ არის საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ციხესიმაგრე და სასახლე, ძველი ქართული ეკლესიები. აქ უკვე ხეხილის ბაღები და ვენახები შედარებით ნაკლებია, ხოლო ციცაბო ფერდებზე კირქვა თეთრად გამოსჭვივის. მატანის შემოგარენი დაფარულია მუხნარით. მატანის შემდეგი სოფლებია ბახლოვერი და ოსური ქორეთი. მათ შედეგ კი მოდიან ფშაური საკობიანო, წინუბანი და ბოლოს ყვარელწყალი. ხეობის ფშაურ-ოსური და ქისტური ნაწილების სახასიათო გამყოფ პუნქტს წარმოადგენს წყლის ჯებირი და ალაზანზე გადებული ხიდი, რომლის გასწვრივ, ალაზნის მარცხენა (დასავლეთი) მხარეს (დიდი კავკასიონის ქედის მიმართ) იწყება მთავარი ქისტური სოფელი დუისი. აქ ველი ვიწროვდება, სახლები მდინარეს უახლოვდებიან.
დუისი უდიდესი სოფელია – პანკისის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ არის განთავსებული ადგილობრივი მმართველობა ახმეტიდან. დუისი გზასა და მდინარეს მიჰყვება, ერთქუჩიან სოფელს მოგვაგონებს. ყველა სხვა დანარჩენი ქისტური სოფელიც ასეა განაშენიანებული. დუისში ორი მეჩეთია, სკოლა, საავადმყოფო, კულტურის სახლი, UNHCR -ის ბიურო, გადახურული ბაზარი, რამოდენიმე სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზია, საპარიკმახერო.
დუისის ახლო გორაკებზე შემორჩენილია ორი ქართული ქრისტიანული ტაძრის ნანგრევები (ხომი და ხორბალო), ამფითეატრი და ციხესიმაგრე ბალთაგორის ნაშთები.
დუისიდან გზა მიემარტება მორიგი ქისტური სოფელებისაკენ, რომლებიც ასევე მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარეობენ: ჯოყოლო, ბირკიანი, ჯიბახევი. დუისიდან, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, გორაკზე განთავსებული ამფითეატრის უკან, მიემართება გზა დუისის პარალელურად მდებარე, მაგრამ მთებში ჩამალული ფშაური სოფლისაკენ - დედისფერული (კაკლიანი).
ბოლო სოფელი ჯიბახევი მაღალმთიან ხადორის ხეობამდე აღწევს, იქედან სამი გასასვლელია მაღალმთიან ტრასებამდე – საქისტო (ბატანა), ლამაზურ (კოჭადალა) და ალაზანი-ბორბალოს სათავე.
ალაზნის მარჯვენა (აღმოსავლეთი) მხარს (დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით), ე.წ. ჯებირით და ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადასულს ამჟამად უმეტესად ქისტებით დასახლებული სოფლები შემოგხვდებათ. პირველ ოთხში ( მათში ქისტები დომინირებენ) რამოდენიმე ოსური ოჯახია შემორჩენილი: ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ზემო ხალაწანი, დუმასტური. დუმასტურიდან კი მხოლოდ ქისტებით დასახელბულ სოფელ ომალოში მოხვდებით. ომალოდან შეგიძლიათ გახვიდეთ მაღალმთიან ტარსაზე – ხორაჯო – ჩხათანა – ნაქერალა.

✔ პანკისის ციხე (თორღვა პანკელის ანუ მაღრაანის ციხე), შუასაუკუნეები. პანკისის ერისთავი წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება, თუმცა თვით ციხესიმაგრე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037 წწ.) დააარსა. XII-XIII საუკუნეებში — კახეთის საერისთავოს ცენტრია, ხოლო XVI საუკუნიდან კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურავოს ცენტრია. გვიანდელი შუა საუკუნეებში პანკისის ციხეს მაღრანის ციხე ერქვა.
ციხე 1040 წელს ბაგრატ IV-მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ-ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ-ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ-ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40-იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა. იგი ციხიდან გამოიტყუეს და მოკლეს. ამის გამო, გარკვეული დროის მანძილზე, პანკისის ციხეს თორღვას ციხესაც უწოდებდნენ.
XVI საუკუნიდან ციხე პანკისის საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავო ერთეულის ცენტრი იყო. 1520 წელს ქართლის მეფე დავითმა შემოარტყა ალყა, მაგრამ ქართლში შექმნილი პრობლემების გამო (ოსმალები შეესივნენ) ალყის მოხსნა მოუწია. 1574 წელს ციხესთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს, ქაიხოსრო ლევანის ძესა (კახეთის მეფე ლევანის შვილი შამხალ ყურმუსალის ასულისაგან) და ალექსანდრე ლევანის ძეს (ლევან II–ის შვილი გურიელის ქალისაგან) შორის, რომელიც ალექსანდრე ლევანის ძის (ალექსანდრე II) გამარჯვებით დასრულდა. 1601 წელს ალექსანდრე II-ის ავადმყოფობით ისარგებლა მისმა შვილმა დავითმა და ტახტი დაიკავა, მას შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგიმ, რომელიც დავითმა შეიპყრო და პანკისის ციხეში გამოამწყვდია.
1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე II-ის კარზე აუდიენციას.
XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ აბას I–ის მეთაურობით. 1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.
XVIII საუკუნიდან პანკისის ციხის მნიშვნელელობა შესუსტდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/09/19
    დაბრუნება
    • 08/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა