national delicacy

ქვათახევი, რკონი, იკვი, ერთაწმინდა და ა.შ.

  • ID: 55182
  • ნახვები: 5439
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" მარიამობის დღესასწაულზე გთავაზობთ ერთ დღიან ტურს რკონში.

1. ქვათახევი - მე-12-13 ს.ს.
2. წინარეხი - მაღალაანთ ეკლესია მე-12ს.
3. ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს.
4. რკონის მონასტერი, მე-7-18 ს.
5. რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს.
6. სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს.
7. იკვის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-11 ს.

თუ დრო გვექნება დავამატებთ ჩაჩუბეთის მე-10 ს. ღვთისმშობლის ეკლესიას.

 

✔ 28 აგვისტო, ოთხშაბათი. (დასვენების დღეა)
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში:
7-8 კმ მარტივი.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:40 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. მეტრო მუშაობს დილის 6:00 სთ-დან.
20 - 30 წუთში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან თავისუფლად მოხვალთ რუსათველზე.)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

✔ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

✔ ქვათახევის კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები - მე-12-13 საუკუნეები. აქ დაიწერა ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ დიდი მოურავის - გიორგი სააკაძის დაზე. 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი“ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები ქრისტიანობის არ უარყოფის გამო გამოკეტეს და ტაძარი ცეცხლს მისცეს. დარბეული მონასტერი მეფე ალექსანდრე დიდმა აღადგინა მე-15 საუკუნეში. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული. აქვე დავანებულია იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.

✔ მაღალაანთ ეკლესია და მისი ანსამბლი XII ს. მდებარეობს მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებს — მაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო); ძეგლი შემკულია მაღალი ოსტატობით შესრულებული მდიდარი ჩუქურთმებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.მაღალაანთ ეკლესიის სამხრეთით აღმართულია სამრეკლო, რომელიც 1716 წელს ააშენა სოლომონ მაღალაძემ. სამრეკლოს ქვემო სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს (ახლა ნახევრად დანგრეულია). გალავნის შიგნით XVI-XVII საუკუნეების, კიდევ ერთი სამრეკლოა. იგი პაპუა მაღალაძეს საძვალედ გადაუკეთებია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიისა და კოშკების მთელ ანსამბლს გადმოჰყურებს „ზემო კოშკი“, რომელიც აგრეთვე პაპუა მაღალაძემ ააშენა 1679 წელს.

✔ ერთაწმინდის წმ. ევსტათეს ტაძარი, მე-13 ს.
აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

✔ ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია, მე-10 ს. ეკლესია დარბაზულია, შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ირგვლივ წრეებში ჩასმული სამი ტოლმკლავა ჯვარია. XVI-XVII საუკუნეებში ეკლესიისთვის სამი მხრიდან სათავსოები მიუშენებიათ.

✔ რკონის მონასტერი მე-7-18 ს.რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის თავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და განვითარებული შუა საუკუნე). II ფენა – XIII-XIV საუკუნეების მიჯნა – ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა – XVI-XVIII საუკუნეები – სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი.

✔ რკონის ქვახიდა, თამარის ხიდი - მე-12-13 ს. ხიდი მდინარე თეძამზეა გადებული. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. მისი ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია, რომ აქ გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

✔ სვიმონ მესვეტის კოშკი, მე-16-18 ს. ტყიან ფერდობზე სვიმეონ მესვეტის საყდარი დგას, ხოლო კლდეებზე ბერთა სამყოფელი მიუვალი გამოქვაბულია ამოშენებული, რომლის ფრესკებს დღეს იქ დაბუდებული მერცხლები თუღა ხედავენ.

✔ იკვის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-11 ს. ტაძარი მდებარეობს მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :*

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/19
    დაბრუნება
    • 28/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა