national delicacy

ნუნისი, ზვარე, უბისა, სურამი

  • ID: 55056
  • ნახვები: 3494
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/09/19
    დაბრუნება
    • 01/09/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 1 სექტემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ისტორიულ ნუნისში, ზ.დ. 920 მ. მდინარე ნუნისისწყლის მწვანეში ჩაფლულ ხეობაში. ტურში ვიხილავთ:

1. სურამის ციხე, სასახლე (შუა საუკუნეები) და წმ. გიორგის ტაძარი (მე-11-12 სს.).
2. უბისის მონასტერი: წმ. გიორგის ტაძარი (მე-9 ს.), ოთხ სართულიანი კოშკი - მესვეტის სამყოფელი (1141 წ.), ძველი გალავანი (მე-12 ს.), სამრეკლო და ა.შ.
3. სოფ. ნუნისი: ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მამათა მონასტერი, მე-9-10 სს.
4. ბერების კლდის გამოქვაბულები (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი). გადმოცემის მიხედვით, ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი.
5. კურორტი ნუნისი. ცნობილია სამკურნალო (ბალნეოლოგიური) თვისებების მქონე მინერალური წყლით. დავათვალიერებთ კურორტს, გავისეირნებთ საბაგიროთი.
6. ზვარე - მინერალური წყლები.

✔ 1 სექტემბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
ბერების კლდის გამოქვაბულები: 1.5 კმ. მარტივი. ტყის ბილიკზე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ სურამის ციხე, სასახლე (შუა საუკუნეები) და წმ. გიორგის ტაძარი (მე-11-12 სს.). ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე“. თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა. XVII საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531-579) უკავშირებს. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები), მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების აზრით, სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში აიგო (XI ს.). ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. წმინდა გიორგის ეკლესია აგებული იყო XI-XII საუკუნეებში, მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. დაშენებული იყო პირდაპირ კლდის კონცხზე. იგი 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ დააზიანა, მთლიანად ჩამოიქცა მისი გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები. სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები. უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი ის არის, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს: „სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო.“

✔ უბისის მონასტერი: წმ. გიორგის ტაძარი (მე-9 ს.), ოთხ სართულიანი კოშკი - მესვეტის სამყოფელი (1141 წ.), ძველი გალავანი (მე-12 ს.), სამრეკლო და ა.შ. უბისის მონასტერში საუკუნეთა მანძილზე ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლები, ანსამბლის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა წმ. გიორგის ეკლესიის შიდა მოხატულობა, რომელიც შესრულებული უნდა იყოს მე-14 საუკუნეში მოღვაწე დიდი ქართველი მხატვრის დამიანეს მოწაფის, გერასიმეს მიერ. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად». ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ანუ "სვეტი", წარწერის თანახმად, აგებულია მეფე დემეტრე I-ის დროს, 1141 წ. სვიმონ ჭყონდიდელის მიერ. მეოთხე სართული მთლიანად დანგრეულია. თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა­უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...

✔ ნუნისი: სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი. ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

✔ ნუნისი: ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მამათა მონასტერი, მე-9-10 სს. ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ.. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა იმერეთის ეპისკოპოსმა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძემ). კომუნისტების პერიოდში ტაძარი უმოქმედო იყო, რამაც გამოიწვია შენობის შემდგომი დაზიანება. 1970-იან წლებში ძეგლთა დაცვის მიერ ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და მთლიანად გადაიხურა. ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული.
ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთის­მშობლის შობის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».

✔ ბერების კლდის გამოქვაბულები (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი): კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელიც, შესაძლოა, მცირე საძმოს წარმოადგენდა, შიშველი ფლატეს ზედა ნაწილშია გამოკვეთილი. გამოქვაბულები ორ იარუსადაა დალაგებული. რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ «იბერიონთა საძმოს» წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, «იბერიონთა საძმოს» მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია «ლაზარედ» და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის. არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ამ კლდეში ინახება უძველესი რელიქვია, რომელიც თამარ მეფის დავალებით წამოიღეს ქათველებმა წმინდა მიწიდან. ეს არის ერთერთი შუბი, რომლითაც
ქრისტე განგმირეს, და მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა. სხვა ვერსიის თანახმად, აქ ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

✔ კურორტი ნუნისი: სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში. ნუნისი ბალნეო-კლიმატური კურორტია. მას უნიკალურს ხდის ორი განუმეორებელი სამკურნალო ფაქტორის ჰავისა და წყლის შერწყმა.
ნუნისის სამკურნალო წყალი: ოდითგანვე განთქმულია და გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ის ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, აჯანსაღებს ორგანიზმს.ნუნისის წყალი კურნავს კანის დაავადებებს - ფსორიაზს, ეგზემას, დერმატიტს, ნეიროდერმიტს, პრორუგოს, ასევე ალერგიულ გამონაყარს, ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემათა დაავადებებს. მკურნალობას ადგილზე ნიშნავს და მუდმივად თვალს ადევნებს კურორტის ექიმი დერმატოლოგი და თერაპევტი. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის თბილი აბაზანები და შხაპებია. ნუნისის უნიკალურ მიკრო კლიმატს ქმნის შერეული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი მდებარეობს მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე. იზოლირებულია ულამაზესი ტყის შუაგულში, აქ არ მოძრაობენ ავტომობილები, საავტომობილო გზას უკავშირდება მხოლოდ საბაგიროთი, რომელიც მდინარე ნუნისის წყლის ხევის თავზე გადადის.

✔ ზვარე — მინერალური სამკურნალო სასმელი წყალი. წყლის საბადო მდებარეობს სოფლების ზვარისა და ჩრდილის საზღვარზე. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლის „ზვარის“ ჩამოსხმა. ზვარის მინარალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. მას იყენებენ საჭმელის მომნელებელი ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/09/19
    დაბრუნება
    • 01/09/19