national delicacy

ვარძია, სარო, თავკვეთულა, ხერთვისი წუნდა

  • ID: 55055
  • ნახვები: 5373
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/08/19
    დაბრუნება
    • 31/08/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ 31 აგვისტოს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში, კერძოდ ასპინძის რაიონში:

1. სარო: (ჩვ.წ.აღ.-ით მე-15-3 სს). მეგალითები - ციკლოპური ციხე, ზემო, ანუ საყდრის ციხეები, მთავარანგელოზთა ეკლესია, მე-7-8 სს. მესხური მიწურები.
2. ხერთვისის ციხე: შუა საუკუნეები, მე-10 ს.
3. წუნდა: ტბა და ეკლესია (მე-12-13 სს.).
4. ვარძია: კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, მე-12-13 სს.
5. თავკვეთულა: იოანე ნათლისმცემლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი, მე-7-8 სს.

თუ დრო დაგვრჩა, დავამატებთ:
1. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია (დედათა მონასტერი) - მე-11 ს.

✔ 31 აგვისტო, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 29 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
ვარძია: 500 მ. (თუ არ ისურვებთ მიკროავტობუსით ასვლას).
თავკვეთულა: 500 მ. (მტკვარზე გადასასვლელად გაკეთებულია ხიდები და წყალში გავლა აღარ გვიწევს).

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 
⚠️ ვარძიაში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 7 ლ. მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება ჯგუფზე - 25 ლ. მიკროავტობუსი - 1 ლ.
⚠️ ხერთვისის ციხეზე შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 5 ლ. მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ სარო: ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეული მაინც, თუ უფრო ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. დ. ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს. სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ჩვ.წ.აღ.-ით XV-XIV სს) და ელინისტურ ხანაში (ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე.

✔ ხერთვისის ციხე: მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

✔ წუნდის ტბა: მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. უდიდესი სიღრმე 10,8 მ, საშუალო სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³.საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია.

✔ წუნდის ეკლესია: ტერასებით გარშემორტყმულ ადგილზე კლდეზეა ამოზიდული, რომელიც ქვის წყობითაა ამაღლებული. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ხოლო დასავლეთის კარი საგულდაგულოდაა ამოშენებული, საფიქრებელია ეს კარი გალავნის აგების შემდეგ გააუქმეს. სამხრეთიდან ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს ოთხ სვეტზე აღმართული ღია თაღებიანი კარიბჭე. დასავლეთსი კარის არქიტრავზე განთავსბულ სამშენებლო წარწერას არაერთმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება. მკაფიო სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა კარგადაა შენახული. მის წაკითხვას ართულებს ზედმეტი დაქარაგმებები, აქ თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებულია. ტექსტი კოტე მელითაურმა ძველ გამოცემებს შეადარა და ადგილზე ჩასწორების შედეგად შემდეგნაირად წაიკითხა: „ქ. სახელი ღმრთისაითა მე იჩქითმან გურგენის ძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მამული ჩუენი სახელსა ზედა წმიდისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ჩემთვის და მშობელთა ჩემთათვის“.იჩქით გურგენისძე ისტორიულ წყაროებში რამდენიმეჯერ გვხვდება. იგი თამარის დროის ძლიერი ფეოდალია. წარწერის პალეოგრაფიაც თამარის ეპოქაზე მიგვანიშნებს.

✔ ვარძია: სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.

✔ თავკვეთულა: 11 სექტემბერს მართმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთარებით აღნიშნავენ ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულიში მდებარე სამლოცველოში. ამ ადგილას „თავკვეთულა“ ჰქვია.

✔ ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია (დედათა მონასტერი) - მე-11 ს. მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე29.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/08/19
    დაბრუნება
    • 31/08/19