national delicacy

თუშეთი - 3 დღიანი ტური

  • ID: 54660
  • ნახვები: 2752
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/08/19
    დაბრუნება
    • 25/08/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 23-24-25 აგვისტოს გთავაზობთ 3 დღიან ჯიპ-ტურს ულამაზეს თუშეთში. მოვინახულებთ თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის სოფლებს.

დღე პირველი:
✔ გასვლა თბილისიდან პარასკევს 23 აგვისტოს ღამის 03:00-ზე.
1. აბანოს უღელტეხილი (ზ.დ. 2950 მ.).
2. ომალო (ომალოს მუზეუმი და ჯიხვების გადასახედი).
3. შენაქო (წმ. სამების ეკლესია მე-16 ს.)
4. დიკლო (დიკოლს ციხე - ფეხით სასარულო ჯამში 4კმ მარტივი).
5. კესელოს ციხე - მე-18 ს.
✔ ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

დღე მეორე:
✔ დილით ვდგებით 08:00-ზე, ტურს ვიწყებთ 08:30-ზე.
1. დართლო - ციხე-კოშკები, აკლდამა-საყდრები მე-15-17 სს, საბჭეოს- ტრადიციული სასამართლო მე-17-18 სს და ეკლესია. (მე-19 ს).
2. კვავლო - კოშკი, საქვაბე, ციხე–სახლი. (ფეხით სასარულო ჯამში 3კმ მარტივი).
3. დანო.
4. ჭეშო.
5. ფარსმა - ციხე-სახლები, წმ. გიორგის ხატის კომპლექსი, საკულტო ძეგლი - წმ. თევდორეს ხატი.
6. გირევი (სოფელში მესაზღვრეების პუნქტია. თუ ალაზანი ადიდებული იყო და მანქანამ ვერ შეძლო მასზე გადასვლა, ფეხით სასარულო იქნება ჯამში 3კმ მარტივი).

დღე მესამე:
✔ დილით ვდგებით 08:00-ზე, ტურს ვიწყებთ 08:30-ზე.
1. ბოჭორნა (ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება, ზ.დ. 2345 მ.).
2. დოჭუ (ფეხით სასარულო ჯამში 3კმ. მარტივი).
3. თორღვას აბანოები.
✔ გამომგზავრება თბილისისკენ.

✔ 23-24-25 აგვისტო, პარასკევი-შაბათი-კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 195 ლარი.

ჩამოსვლის დროის შუალედი: 22:30 – 23:30

⏰ ვიკრიბებით 23 აგვისტოს (პარასკევს ღამით):
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 02:45 სთ. გავდივართ 03:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
საოჯახო სასტუმროში ღამისთევა.
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მაღალი გამავლობის მიცუბიში დელიკის მარკის ჯიპებით, გამოცდილი მძღოლებით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე195.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/08/19
    დაბრუნება
    • 25/08/19