national delicacy

ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი - ლაგოდეხის ნაკრძალი

  • ID: 54421
  • ნახვები: 6480
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/08/19
    დაბრუნება
    • 04/08/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში, კერძოდ გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერზე.

ეს არის სუპერ ბოდიალა ტური ულამაზეს ხეობაში, ცოტა ექსტრემებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ტყის ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. ბევრი მწვანე, მდინარის ხმაური, პატარა ხის ხიდები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე კილომეტრი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.
ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

არსებობს ლეგენდა, რომ ეს ჩანჩქერი იმ ადგილიდან გადმოდის, სადაც ძველად შეყვარებული წყვილი „გურგენი“ და „ანი“ ხვდებოდა ერთმანეთს.

✔ 4 აგვისტო, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

✔ ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 9 კმ. საშუალო სირთულის. (ტყის ბილიკები, ცოტა აღმართი, ადგილ - ადგილ ქვიანი რელიეფი).

✔ ჩანჩქერთან ბანაობა სასტიკად აკრძალულია. ვისაც გაგრილება სურს ვიბანავებთ ქვევით მდინარეში (ჩანჩქერიდან რომ ჩამოვალთ) რეინჯერების ოფისთან ახლოს.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

✔ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). შუადღით ერთად ვიპიკნიკებთ ჩანჩქერთან.

ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ვიმწვადავებთ ბუნებაში.


 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/08/19
    დაბრუნება
    • 04/08/19