10-11 აგვისტოს გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ლაშქრობას სვანეთში, დიდ და პატარა ოქროწყალზე
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 22:45სთ. (9 აგვისტოს ღამე, პარასკევი რომ დაღამდება)
გასვლა: 23:00 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები
1. სოფ. ლუხი
2. სოფ. ლახამი
3. ორმალეთის ხეობა
4. ოქროწყლის (დარჩვის) ხეობა
5. დიდი ოქროწყლის ტბა
6. პატარა ოქროწყლის ტბა
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
დღე 1:
22:45 შეკრება
23:00 გამგზავრება მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, (9 აგვისტოს ღამე) 420 კმ ტრანსპორტით გასავლელი მანძილი
06:00 ჩასვლა მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ლუხში .
06:20 გადაჯდომა სატვირთო მანქანაში და გამგზავრება ლაროვანის ხეობის მიმართულებით
08:00 ლანჩი ორმალეთის ხეობაში
09:00 საფეხმავლო ტურის დაწყება,დიდი ოქროწყლის ტბის საბანაკის მიმართულებით
15:00 საბანაკეზე მისვლა და დაბანაკება
16:00 გალაშქვრა ;) პატარა ოქროწყლის ტბის გადასახედად (ცუდი ამინდის შემთხვევაში ვრჩებით ბანაკში,ვისაც დიდი ოქროწყლის ტბით ტკბობა უნდა ისიც რჩება ^_^ )
21:00 ბანაკში დაბრუნება / ვახშამი ტბის პირას
ფეხით გასავლელი მანძილი 18 კმ
დღე 2:
08:00 - გაღვიძება
09:00 - საუზმე
10:00 - ბანაკის აშლა,გამომგზავრება ორმალეთის ხეობის მიმართულებით
16:00 - სატვირთოში ჩაჯდომა (ან დადგომა) ^_^ და გამომგზავრება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხის მიმართულებით
17:30 - მიკროავტობუსით გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
00:00 ტურის დასასრული
ფეხით გასავლელი მანძილი 10 კმ
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი:
28 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
120 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 336 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. ;)
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
(თუ კარავი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყობთ)
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
საჭირო აღჭურვილობა:
სალაშქრო ფეხსაცმელი (2 წყვილი)კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი,ფანარი,საწვიმარი.
და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: 599 15 76 76 გიორგი