national delicacy

მარტვილის კანიონი, სალხინო, წაჩხურის მონასტერი და ჩანჩქერი

  • ID: 54279
  • ნახვები: 4008
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/08/19
    დაბრუნება
    • 03/08/19
დამატებითი ინფორმაცია

„ფირსმანი ტურები“ 3 აგვისტოს სამეგრელოში მიემგზავრება. ტური მრავალფეროვანია, ვიხილავთ კანიონს, რეზიდენციას, ეზოს, მონასტერს, ჩანჩქერებს და ა.შ. მაშ ასე:

1. მარტვილის კანიონი - ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
2. სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. მდებარეობს ოჯალეშის ჯიშის ვაზის მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე წაჩხურის ნაპირზე.
3. წაჩხურის მონასტერი - მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის ტაძარი, უშვილოთა შემწე, მე-7-18 საუკუნეები.
4. წაჩხურის (ხირზენის) ჩანჩქერები.

⚠️გაითვალისწინეთ, რომ მარტვილის კანიონში შესასვლელად ტურის თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

✔ 3 აგვისტო, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 28 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
წაჩხურის (ხირზენის) ჩანჩქერები: 500 მ.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
⚠️ მარტვილის კანიონში შესასვლელი ბილეთი: 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო; არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი; საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10.35 ლარი; სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.25 ლარი; სანაოსნო ბილეთის ღირებულება - 15 ლარი.
⚠️ სალხინოს მარანში შესასვლელი ბილეთი (სურვილისამებრ): 5 ლარი. ეზოს დათვალიერება უფასოა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. მდებარეობს ოჯალეშის ჯიშის ვაზის მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე წაჩხურის ნაპირზე. სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი.

✔ წაჩხურუს მონასტერი - მთავარანგელოზი გაბრიელის სახელობის ტაძარი, უშვილოთა შემწე, მე-7-18 საუკუნეები. ლეგენდის თანახმად სამგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ ანდრია მოციქულს ამ ადგილას გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. სწორედ იმ ადგილას ტაძარი მე-7 საუკუნეში აუგიათ. თუმცა ამჟამად შემორჩენილია ტაძრის მე–18 საუკუნეში განახლებული სახე. მიუხედავად ტაძრამდე გზის სიძნელისა და სიშორისა მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ერთი გადმოცემის თანახმად ტაძრის ტერიტორიაზე, რომელიც ძველად მინდორი იყო გლეხი მუშაობდა. როცა მას მეუღლემ სადილი მიუტანა უცნობი გამვლელი გამოჩენილა.გლეხმა შესთავაზა მასთან ერთად ესადილა. უცნობიც მიუჯდა სუფრას, რომელსაც არც საჭმელი აკლდებოდა და არც ღვინო, თურმე. რომ შეზარხოშდნენ, სტუმარმა გლეხს ცეკვა შესთავაზა. უცნობ მგზავრს უთქვამს -ეს ადგილი დაილოცოს და დაერქვას ტაშურა, აქ ამომსვლელმა იხაროს, ძემან და ასულმან და გამქრალა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე28.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/08/19
    დაბრუნება
    • 03/08/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა