გასვლა: 24 ივლისი
დაბრუნება: 28 ივლისი
1 დღე - 06:00 სთ-ზე გამგზავრება რესპუბლიკის მოედნიდან
სანახავი ობიექტები: ენგურჰესი; სოფ.ლატალი - მაცხოვრის ტაძარი;
სოფ.ბეჩო, მივალთ უშბის ძირამდე. ხერგიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი მესტიაში: ორსართულიანი მაცხოვრის ტაძარი ლაღამში.
დაბინავება სასტუმროში, მესტიაში, ვახშამი.
2 დღე - საუზმის შემდეგ გამგზავრება ჭალაადში ( საფეხმავლო მარშრუტი)
მესტიის სახელმიფო მუზეუმი, ჰეშკილის ქოხები.
ჰაწვალის საბაგირო, ზურულდიდან დავტკბებით ულამაზესი ხედებით - უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით. ( თავისუფალი დრო)
დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და ღამისთევა
3 დღე - ადრიანი საუზმე, 08:00 გამგზავრება უშგულში
გზად მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს, ავალთ XI საუკუნის კვირიკე და ივლიტას ტაძარში (ლაგურკა), მოვინახულებთ წმ ბარბარეს ეკლესიას იშვიათი ფერადოვნების ფრესკებით, უშგული ( თავისუფალი დრო) თამარ მეფის საზამთრო და საგაზაფხულო კოშკები; ლამარია.
დაბრუნება მესტიაში.
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.
4 დღე - საუზმე სასტუმროში.
გამომგზავრება. უკანა გზაზე - ლენჯერის მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის ტაძრების მონახულება.
მოვინახულებთ მარტვილის კანიონებს და დაუვიწყარი შტაბეჭდილებებით დავბრუნდებით თბილისში.
ტურის ღირებულება: 395 ლარი
ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება მთელი მარშრუტის განმავლობაში კომფორტული ტრანსპორტით;
- გიდი-გამყოლის მომსახურება;
- ღამისთევა სასტუმროში ( ინდ. სველი წერტილი)
- 2 - ჯერადი კვება სასტუმროში ;
- მუზეუმების, საბაგიროს და კანიონის ბილეთები;
ღირებულებაში არ შედის:
- ნავის საფასური მარტვილის კანიონში
- გზის კვება
________________________________
ტურის დაჯავშნისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერებზე: 2 307 363; 593 527 353;
• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. მას შემდეგ რაც ჩაეწერებით სიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომერს.
• ჯგუფში ადგილები შეზღუდულია და გთხოვთ გაითვალისწინოთ
______________________________
გაითვალისწინეთ !
• შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მონაწილეთა ჯანმრთელობას.
• ტური ჩატარდება ახალი რეგულაციების დაცვით
• ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს საკუთარი პირბადე.
• ტურის წინ მოხდება მონაწილეთა თერმო სკრინინგი.