national delicacy

ორდღიანი ტური სომხეთში - სევანის ტბა-ერევანი

  • ID: 53730
  • ნახვები: 3797
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/07/19
    დაბრუნება
    • 31/10/19
დამატებითი ინფორმაცია

სევანის ტბა - "სომხეთის მარგალიტი", კავკასიის უდიდესი ტბა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარი ტბა.  აქ შესაძლებელია სასიამოვნო დასვენება და სევანის ცნობილი კალმახის დაგემოვნება. სევანის ტბის ბინადარი კალმახი "იშხანი" სრულიად განსხვავდება ევროპის მდინარეების კალმახისგან.

ერევანს ვარდისფერ ქალაქს უწოდებენ, რადგან მის მშენებლობაში გამოყენებულია ვარდსიფერი შეფერილობის ტუფი. ამ უსაფრთხ ქალაქში შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ და მოინახულოთ თანამედროვე ხელოვნების ღია მუზეუმი "კასკადი". 

კასკადის მსგავსი უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაგებობა პოსტსაბჭოთა მასშტაბით იშვიათია. ესაა გიგანტური კიბეების კომპლექსი, რომელიც შედგება რვა დონისგან, სადაც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კასკადიდან იშლება ხედი ერევანზე და შესაძლებლობა გაქვთ დაინახოთ არარატის მთა.

ტურის განმავლობაში გაეცნობით სომხურ სამზარეულოს და დააგემოვნებთ ცნობილ სომხურ კონიაკს არარატის ქარხანაში. 

 

1 დღე: გამგზავრება თბილისიდან ერევანში, შესვენება და სადილი სევანის ტბასთან.
განთავსება სასტუმროში, დასვენება, საღამოს გასეირნება ერევანში, ვახშამი;

2 დღე: საუზმე სასტუმროში, ექსკურსია არარატის კონიაკის ქარხანაში, გამომგზავრება თბილისში

 

ტურის ღირებულება მოიცავს:

  • სასტუმროში განთავსებას (ორადგილიან ნომერში);
  • საუზმე სასტუმროში, ლანჩი და ვახშამი სომხური სამზარეულოს საკეთესო რესტორანში;
  • ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით;
  • გიდის მომსახურება;
  • ბილეთების ღირებულება;
  • კონიაკის დეგუსტაციის ღირებულება;
  • სომხეთის ტურისტული რუკა;
  • სასმელი წყალი ტრანსპორტირებისას;
  • 24 საათიანი სატელეფონო მხარდაჭერა;
  • გადასახადები.

დამატებითი ინფორმაცია:

ტურის პროგრამის ნაწილის გამოუყენებლობის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება;

დამატებითი სერვისების უზრუნველყოფა შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 598 94 94 64; 555 43 08 77

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/07/19
    დაბრუნება
    • 31/10/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა