national delicacy

შურუბუმუ, ოცინდალე, გვალაშარა

  • ID: 53550
  • ნახვები: 5295
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/19
    დაბრუნება
    • 07/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ძალიან ლამაზ, საინტერესო და უცხო ტურს სამეგრელოში.

 მდ. ხობისწყლის ხეობა (სოფ. მუხურის მიდამოებში) გამოირჩევა განუმეორებელი სილამაზით, უნიკალური ტყის მასივებით და ბუნების საინტერესო ფენომენებით - ჩანჩქერებით, გადაადგილებული ლოდებით, კარსტული წყაროებით, მღვიმეებით, სამკურნალო თვისებების მქონე თერმომინერალური წყაროებით (ლუგელა) და ა. შ. რაც ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა ტურისტული და სპელეოტურისტული თვალსაზრისით.

1. ოცინდალე - სოფელი თაია, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მე-11 ს. იგი მაღალ ბორცვზეა აგებული და გადმოჰყურებს მთელს სამეგრელოს. მაღლიდან გადმოვხედავთ ანაკლიისა ზღვას. მის უკან კი მიგარიის მასივია. სახელწოდება თაიას პატარა მთა - მთაიას უკავშირებენ, რომელსაც წინა ბგერა "მ" დაკარგული აქვს. ლეგენდის თანახმად, ძველად ამ სოფლიდან თათრებს გაუტაციათ ლამაზი ქალიშვილი თაია და მოსახლეობას მის პატივსაცემად "თაია" სოფლისათვის შეურქმევია

2. შურუბუმუს ტყე და მღვიმეები - ქართული ჯუნგლები.
შურუბუმუ კოლხური სიტყვაა და სულგანაბულს ნიშნავს.
შურუბუმუ სოფელ მუხურის ნაწილია და იქ მოხვედრა მდინარე ხობისწყალზე განლაგებული ხიდის მეშვეობით ადვილად ხერხდება. შურუბუმუს კანიონი მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერების კასკადებით. ათასწლოვანი ბზის კორომი, ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. ისტორიული წყაროებით დადასტურებულია,რომ აქ ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია.რომაელი სარდლის პომპეუსის ეგრესში ლაშქრობის აღსანიშნავად მუხურისა და თაიის ტერიტორიაზე გამავალ ბილიკს ხალხი დღესაც "პომპიას ბილიკს" ეძახის. აქვეა მდინარე დეიძახი, რომელი საქართველოს ერთ-ერთ უდიდესი მიწისქვეშა მდინარეა. ,,დეიძახი" მეგრულად დევის ძახილს ნიშნავს და მიწისქვეშა წლის იდუმალ ხმაურთან ასოცირდება. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა "შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი. 2004 წელს მიგარიის მასივში გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ "ხავერდოვანაში” მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს "შურუბუმუს” გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე "დეიძახი” ეწოდებოდა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ "ხავერდოვანას” უშუალო კავშირი "შურუბუმუს” გამოქვაბულთან. ცხადია რომ გამოქვაბულს დიდი პერსპექტივები აქვს მთავარია დადგინდეს შეიძლება თუ არა მიწის ქვეშ ათობით კილომეტრის გავლა რომელიც 2 გამოქვაბულ აკავშირებს.

3. ლუგელა - უნიკალური სამკურნალო მინერალური წყალი. უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი. არ იყინება -250C -მდე.

4. გვალაშარას ჩანჩქერები - გვალაშარა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.

✔ 7 ივლისი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 29 ლარი

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ოცონდალეში ავდივართ სამ ხიდიანი მაღალი გამავლობის დიდი მანქანით. კაცზე - 5 ლარი.

✔ ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
2 კმ.


ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი 
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40
სთ. გავდივართ 7:00 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე29.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/07/19
    დაბრუნება
    • 07/07/19