national delicacy

ქვიშხეთი - მთაწმინდა; კოდისწყაროს ტბა; ხცისი

  • ID: 52355
  • ნახვები: 6207
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19
დამატებითი ინფორმაცია

"მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა". იცოდით, რომ ეს სიტყვები აკაკიმ მიუძღვნა დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა ქვიშხეთში და აქაც არის მთაწმინდა და მამადავითი.
"ფიროსმანი ტურები" 2 ივნისს სწორედ აქ მიემგზავრება. ვნახავთ უმშვენიერეს ხედებიან ისტორიულ მთაწმინდას, ავალთ კოდიწყაროს მთებში ჩაფლულ ტბაზე, მოვილოცავთ უძველესსა და ულამაზეს ტაძრებსა და მონასტრებს.
მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. მთაწმინდა, ზ. დ.1000 მეტრი. აქედან იშლება შიდა ქართლის უმშვენიერესი ხედები. გადმოცემით, ადრეულ საუკუნეებში, ამ მთაზე, პატარა კელიაში განდეგილი ბერი ცხოვრობდა, დღევანდელი ტაძარი გასულ საუკუნეშია აშენებული. სამწუხაროდ, ათეული წლების განმავლობაში ტაძარში წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა. დღეს კი, საბედნიეროდ, დაარსდა ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა მონასტერი. ამ ადგილს აკავშირებენ დავით გარეჯელთან.
2. სოფ. ქვიშხეთი. აქ ცხოვრობდა ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი. ამ ეტაპზე სახლ-მუზეუმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეგვიძლია დავათვალიეროთ ეზო და მოვილოცოთ კარის ეკლესია.
3. სოფ. კოდისწყარო და ულამაზეს მთებში ჩაფლული ტბა, რომელიც მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებს ახდენს. აქ სრული სიმყუდროვეა, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, მშვენიერი ხედები გარშემო და ძველი ეკლესია. ტბას თავზე გადმოყურებს მთა ღორინამკალი (ზ. დ. 1706 მ.).
4. სოფ. ხცისი - მამათა მონასტერი და ბაგრატ III-ის მეფობის დროს, 1002 წელს, აშენებული იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. მდებარეობს ტყეში, ულამაზეს ადგილას. გამორჩეულია ისტორიული წარწერების სიმრავლით. აქაური ბერების სითბო და ისტორიული ტაძარი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
5. დროის ქონის შემთხვევაში შევივლით წრომშიც. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენ სპარსი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს 626-635 წლებში აუგია დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც მაცხოვრის სახელობისაა.

✔ 2 ივნისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი.

ფეხით სასიარულო:
მთაწმინდაზე - ჯამში 4კმ. ულამაზესი ტყის გზაზე.
კოდისწყაროს ტბაზე - ჯამში 8კმ. გზად გავივლით მტკვარზე გაბმულ ბეწვის ხიდს, გადმოსახედებს, ძველ სოფლებს და ა.შ.
ხცისის მონასტერში - ჯამში 2კმ. აქაც ტყეებში ჩაფლულ ულამაზეს გზაზე გავდივართ.
ტურის საერთო სირთულე - საშუალო.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

✔ დიმიტრი ყიფიანი, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007). 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს. მასაც, როგორც ბევრ სხვას, სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19