national delicacy

მზოვრეთი სარკის წმ. გიორგი ყინწვისი ორთუბანი სარკინეთი

  • ID: 52169
  • ნახვები: 5314
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ძამას ხეობაში.

1. სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მე-9-17 საუკუნეები.
2. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე.
3. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი
4. ორთუბნის დედათა მონასტერი, მე-17 საუკუნე.
5. ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები.
6. სარკინეთის მამათა მონასტერი - 2008 წელი.

✔ ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 25 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ტურის ღირებულებაში არ შედის:
სარკის წმ. გიორგის მონასტერში ამსვლელი ჯიპის ღირებულება:
10 ლარი.

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში -
4 კმ. მზოვრეთის მონასტერში. მარტივი სირთულის.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

1. სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მე-9-17 საუკუნეები. ეკლესიას ერთი ლეგენდა უკავშირდება სოფელ საღოლაშენთან არსებულ „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. ამ მდელოს, დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნის დედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს, გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ნიშანს ელოდა ღვთისაგან მითითებულს, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა, მართლაც, სარყვის უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა, მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს, გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით, მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა, დღესაც აქ „დასარყულ“ მინდორზე წმ. გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი, ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც ეუწყა გუთნის დედას სიზმრულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედგა და ღვთის ნებისათვის მიენდო, სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ იქ აეგოთ სარყეს მოპოვებული დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. სარკის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალა მოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. იმ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმ. გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

2. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

3. კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი - ერთადერთია საქართველოში. ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს, მაღლობზე მდებარეობს. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდა. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ყველა დაცემულს და ავაზაკს თავისკენ მოუხმობს - მოვიდეს და მუხლი მოიყაროს უფლის წინაშე.

4. ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს. ტაძარი მე-17 საუკუნით თარიღდება, ხოლო მე-18 საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ. მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წლის 27 ივნისს.

5. ქალაქი მონაზონთა "მზ(ძ)ოვრეთი", მე-10-21 საუკუნეები. ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. მე-10 საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. მე-14-17 საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. მე-18 საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". მე-19 საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა.

6. სარკინეთის მამათა მონასტერი - 2008 წელი. შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ტაძარს ულამაზესი გუმბათი ადგას. მომლოცველები ტაძრის გამო კლდეს წმინდას ეძახიან. აქ არის მეუფე იობის რეზიდენცია.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/05/19
    დაბრუნება
    • 25/05/19