national delicacy

რაჭა - ცხრაჯვარი (ერთ დღიანი ტური)

  • ID: 52159
  • ნახვები: 3467
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/05/19
    დაბრუნება
    • 26/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს რაჭაში:

1. ნაქერალას უღელტეხილი - ზღ. დონიდან 1218 მ.
2. ცხრაჯვარი
3. შაორის წყალსაცავი
4. ნიკორწმინდა - 1010 - 1014 წ.წ.
5. ბარაკონი - 1753 წ.
6. სიყვარულის ჩანჩქერი

ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.

✔ 26 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი

ფეხით სასიარულო მხოლოდ ცხრაჯვარზე ერთი გზა 3,5 კმ. ჯამში 7 კმ. მარტივი სირთულის.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

✔ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
(მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან. ნახევარ საათში ნებისმიერი მეტროსადგურიდან შეძლებთ მოსვლას დიდუბეში).

✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

1. ნაქერალის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე. სიმაღლე 1218 მ. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის — ტყიბულ — ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.

2. ცხრაჯვარი - არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

3. შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³.

4. ნიკორწმინდა — დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. მისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.იქცა.ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება.ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

5. ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია 1753წ. ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი ავთანდილ შულავერი გახლავთ. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი, ფასადოვანი ეკლესია, რომელიც შიდა ინტერიერითა და ზედა სარკმლებით პატარა სვეტიცხოველს წააგავს. ტაძარი მდებარეობს მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან, როგორც სვეტიცხოველი – ორ მდინარეს შორის, ამიტომაც ეძახიან ბარაკონის ეკლესიას პატარა სვეტიცხოველს. ნაშენია სოფელ იწიდანმოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/05/19
    დაბრუნება
    • 26/05/19