national delicacy

ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, ლომინას ტბა

  • ID: 51899
  • ნახვები: 3960
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს იმერეთში.

1. გორდის ბაღი
2. ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი)
3. კინჩხას ჩანჩქერები
4. ლომინას ტბა (ჩანჩქერი)

✔ 18 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
1.ოკაცეს კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
- საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 9.20 ლარი;

2. კინჩხას ჩანჩქერი
ზრდასრული - 10,35 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5,50 ლარი.

ფეხით სასიარულო არის მარტივი სირთულის.
- ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 1,5 კმ. (ვისაც ფეხით ეზარება სიარული ტაქსი შეგიძლიათ იქირაოთ).
- ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი) 720 მეტრი.
- ლომინას ჩანჩქერი - 1კმ.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ: 7:00 სთ-ზე.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება (ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში). რაც შეეხება დანარჩენ კვებას ამისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

1. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

2. კინჩხას ჩანჩქერი - ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19