national delicacy

საქუხარა - ლაშქრობა ხანის ჩანჩქერზე

  • ID: 51898
  • ნახვები: 3683
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს იმერეთში ულამაზეს ხანის ჩანჩქერზე.

1. უბისის მონასტერი, წმ. გიორგის ეკლესია - მე-9 ს. აგებულია გრიგოლ ხანძთელის მიერ.
2. მდ. ხანისწყლის ხეობა
3. გუსტავ ეიფელის დაპროექტებული კაკასხიდი
4. სოფელი ხანი
5. ჩანჩქერი საქუხარა (ხანის ჩანჩქერი)

✔ 19 მაისი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

✔ ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
8 კმ. საშუალო სირთულის.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ ორი გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს და წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). ტურის ბოლოს გვექნება პიკნიკი. გავუზიარებთ ერთმანეთს დღის ამბებს და დადებითი ემოციებით სავსენი საღამოს დავუბრუნდებით დედაქალაქს. 

✔ ხანის ჩანჩქერი (საქუხარა , ოქროს ჩანჩქერი) - სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ხანის კანიონისებურ ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლის. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ცხელ ზაფხულში ჩანჩქერთან ყაფნა უდაბნოს ოაზისივით მაცოცხლებელია. ჩანჩქერის მახლობლად მდინარე ჩადის კლდეში და რამოდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის, ამ ადგილს ადგილობრივები ,,ქვახველიას“ უწოდებენ. ბუნების ამ საოცრებების ნახვა, ხელით შეხება და შეგრძნება სიცოცხლის ელექსირია.

✔ უბისის მონასტერი - კომპლექსში შედის: წმინდა გიორგის ეკლესია (მე-9 საუკუნეში ააშენეს გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მოწაფეებმა ქრისტეფორე და თეოდორემ აფხაზთა მეფის დემეტრეს სამფლობელოში), 1141 წელს სიმონ ჭყონდიდელის მიერ აგებული ოთხ სართულიანი კოშკი, მე-12 საუკუნის ძველი გალავნის ნაშთი, სამრეკლო და სხვადასხვა სამკურნალო ნაგებობები. ეკლესიის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა მისი შიდა მოხატულობა, რომელიც შეასრულა მე-14 საუკუნეში მოღვაწე დიდი ქართველი მხატვრის, დამიანეს, მოწაფე გერასიმემ. წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება, სერობა, ხორცითა და სისხლით ზიარება.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/19
    დაბრუნება
    • 19/05/19