national delicacy

ნოქალაქევი, თეკლათი, მენჯი, ხობი

  • ID: 51896
  • ნახვები: 4380
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“ გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და ისტორიულ ტურს სამეგრელოში. ვიმოგზაურებთ უძველეს ეპოქაში. ნოქალაქევში მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

1. ნოქალაქევი - ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“. - არქეოლოგიური მუზეუმი, გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს ნანგრევები, ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია მე-5 ს. და ა.შ.
2. დედამოკა - ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები
3. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მე-19 ს.
4. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
5. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი მე-13-14 სს. აქ არის ცოტნე დადიანის საფლავი.

✔ 18 მაისი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 30 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი.

✔ ფეხით სასიარულო არის მხოლოდ ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლების ჩანჩქერამდე ჩასავლელი გზა. ჯამში 2 კმ. მარტივი სირთულის. სამანქანო გზაა, მაგრამ მიკროავტობუსი ვერ ჩადის.

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის საფასური 5 ლარი. ამ თანხაში შედის ეზოსა და მუზეუმის დათვალიერება. ჯგუფი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ავიყვანოთ გიდი, რომელიც მოგვიყვება ისტორიებს და აგვიხსნის ნივთების შინაარს. ჯგუფის შემთხვევაში ერთ ადამიანზე მოუწევს 1 ლარი. სტუდენტებსა და მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება.

✔ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:40 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. (მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან. ნახევარ საათში ნებისმიერი მეტროსადგურიდან შეძლებთ მოსვლას რუსთაველზე).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გთხოვთ საკვები შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ რიკოთზე.
✔ კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, დღის მეორე ნახევარში, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

1. ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“). აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. მე-16 საუკუნეში, აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.

ა) ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი
ბ) ნაქალაქარი: გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს
ნანგრევები და ა.შ.
გ) ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია V ს.

2. ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები

3. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი XIX ს.
დაბრძანებულია უდიდესი სიწმინდე - წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი. 1904 წლიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული. მონასტერი დაარსა წმ. ბერმა ალექსი შუშანიამ. თავდაპირველად აქ დაკრძალეს წმ. ბერი, შემდეგ გადაასვენეს მენჯის მთავარანგელოზში. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი.

4. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე.
აქვეა დაკრძალული წმ. ბერი ალექსი.

5. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი XIII-XIV სს. (თუ დრო დაგვრჩა).
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
მარიამ ღვთიმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი,იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ა.შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/05/19
    დაბრუნება
    • 18/05/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა