national delicacy

სვანეთი დღიანი ტური

  • ID: 51594
  • ნახვები: 5480
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/19
    დაბრუნება
    • 21/07/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 4 დღიან ტურს სვანეთში.

✔ 18,19, 20 ,21 ივლისი (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა)
ტურის ხანგძლივობა: 4 დღე / 3 ღამე

I დღე:
თბილისიდან გასვლა 00:30 სთ-ზე.
დილით 9:30 სთ -ზე ვიქნებით სოფელ ბეჩოში. ცოტას დავისვენებთ, ვიპიკნიკებთ და დავიწყებთ ტურს.

✔ სოფელი ბეჩო და მაზერი
✔ დოლრას ხეობა
✔ შდუგრას (უშბის, მაზერის) ჩანჩქერი
 ფეხით სასიარული 12 კმ. ჯამში. საშუალო სირთულის.

საღამოს დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში. ყველა ოთახს აქვს სველი წერტილი. ????

II დღე: (უშგული)
✔ უღვირის უღელტეხილი (ხედები უშბაზე)
✔ კვირიკეს ეკლესია - ფეხით 2 კმ. (კვირიკობის დღესასწაული)
✔ სიყვარულის კოშკი
✔ უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი)
✔ ლამარია მე-9-10 სს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხედები შხარაზე
✔ ჯიპ-ტური შხარასკენ. მდ. ენგურის სათავე.

ღამისთევა მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.

III დღე:
✔ ლაშქრობა ჭალაადის მყინვარისკენ - ფეხით სასიარულო
ჯამში 5 კმ.
✔ ჰაწვალი (საბაგიროთი ასვლა და ხედები უშბაზე)
✔ ჰეშკილის ქოხები
✔ მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
✔ მარგიანების კოშკი და მუზეუმი

ღამისთევა მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.

IV დღე:
✔ ქორულდის ტბები ( დელიკებით ასვლა ). ასევე მოვინახულებთ ჩახის ტბას იგივე ანგელოზის ტბას, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს.
✔ მესტიის ეროვნული მუზეუმი
✔ ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მე-16 ს
✔ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი მე-10 ს.
✔ ენგურის ხეობა და წყალსაცავი

ზაფხულისთვის თეთნულდის საბაგიროები თუ იმუშავებს ავალთ თეთნულდზეც.

✔ ტურის ღირებულება:

ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში (ყველა ოთახს აქვს სველი წერტილი) ????
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმებში შესვლა, ჰაწვალის საბაგირო, შხარაზე და ქორულდის ტბებზე დელიკით წამოსვლა სურვილისამებრ.

- მესტიის ეროვნული მუზეუმი -
- ხერგიანის მუზეუმი -
- მარგიანების კოშკი -
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი -
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) -
- ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე .
- ჯიპ-ტური შხარასკენ - ერთ პერსონაზე

✔ კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად. სურვილის შემთხვევაში სასტუმროში დაგიმზადებენ საუზმეს და ვახშამს. ფასები მენიუს მიხედვით. ასევე მესტიაში არის ბევრი კაფე-ბარები, მაღაზიები. შეგიძლიათ საკვები წამოიღოთ (ერთი-ორი დღის სამყოფი მაინც). კვების საკითხი თავისუფალია და ყველა აგვარებს სურვილისამებრ.

✔ გავდივართ:
ვიკრიბებით მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 00:10 სთ-დან. გავდივართ 00:30 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი

წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. 
ჩვენს საოჯახო სასტუმროს აქვს დიდი ეზო. ტურის შემდეგ საღამოობით ვითამაშებთ თამაშებს: ბურთი, ბადმინტონი და ა.შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/19
    დაბრუნება
    • 21/07/19