,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან განასტვირთ, ლამაზ ხედებიან და ისტორიით დახუნძლულ ტურს.
ეს არის ტური, სადაც თითოეული ძეგლი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეული მათგანი ჩაფლულია ბუნებაში, ტყეებში და აქვთ ულამაზესი პანორამული ხედები.
1. შავნაბადის წმ. გიორგის მონასტერი
2. ბეთანიის მონასტერი - მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი
3. წვერის წმინდა გიორგი
4. უძო - წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები.
5. ქოროღლის (კოჯრის) ციხე - მე-11 საუკუნე.
✔ ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს ქვემოთ ნახავთ სრულყოფილად.
✔ 9 მაისი, ხუთშაბათი. ოფიციალურად დასვენების დღე
✔ ტურის ღირებულება:
✔ ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ კოჯრის ციხესთან ტყეში. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ამბებს, ვიმხიარულებთ. წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.
✔ ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
6 კმ. ხოლო ერთი გზა:
ბეთანიის მონასტერში - 1.5კმ.
წვერის წმინდა გიორგი - 1კმ. ძირითადად სწორ რელიეფზე.
ქოროღლის (კოჯრის) ციხე - 500 მეტრი.
✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი.
ტურის ღირებულებაში შედის:
✔ გამყოლი
✔ მგზავრობა მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). ტურის ბოლოს ერთად ვიპიკნიკებთ კოჯრის ციხესთან ტყეში. ჯგუფის სურვილის შემთხვევაში დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს, ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ამბებს, ვიმხიარულებთ. წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, წინდა, საწვიმარი ან ქოლგა, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
✔ წვერის წმინდა გიორგი - დარბაზული ეკლესია მაღალ, კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია.
✔ ბეთანიის მონასტერი - "ბეთანია" ებრაული სიტყვაა და ქართულად "გლახაკის სახლს" ნიშნავს. კომპლექსში შედის: მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მე-12 საუკუნის წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია და გვიანი საუკუნეების კარიბჭე. მონასტერი წარმოადგენდა დიდგვაროვან ფეოდალ ორბელიანთა საძვალეს. სამხრეთ კედლის ფრესკისა და წარწერის მიხედვით, მონასტრის ქტიტორია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი სუმბატ ორბელიანი. ჩრდილო კედელზე დაცულია მეფეთა მოხატულობა, რომელთა შორის უნიკალურია წმ. თამარ მეფის ფრესკა. მისი მეფობისას დაუწერიათ ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის შემდეგ დავით ბარათაშვილმა ქაშვეთში გადაასვენა და დღემდე იქაა. მე-19 საუკუნეში მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. მე-20 საუკუნეში მონასტრის მოვლა-პატრონობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე), რომლებიც 2003 წელს საქართველოს წმ. სინოდმა წმინდანებად შერაცხა. ბეთანია ხშირად გამხდარა პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გამოირჩევა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე აქ სეირნობა და ნადირობა ძალიან უყვარდა გალაკტიონ ტაბიძეს, რაზედაც დაწერა ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.
✔ ქოროღლის (კოჯრის) ციხე - აზეულას ქედზე, ზღვის დონიდან 1200 მ, მე-11 საუკუნე. მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან კვეთდა სომხით-საბარათიანოდან თბილისში მომავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები. 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა. 1195 წელს შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1213 წელს აქვე გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფე. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს აქ დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა აქ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს. გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა. 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველ იუნკერთა უმეტესობა.
✔ შავნაბადის მონასტერი - 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს.
✔ უძოს წმინდა გიორგი. უძოს მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. ლეგენდის მიხედვით უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია ეკლესია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი თხოვნა შესრულებულა და მას შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ (უძეო) უშვილო მანდილოსნები, ევედრებოდნენ წმინდა გიორგის და იქვე, ერთ ხეზე სტოვებდნენ შესაწირავს (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. უძოს წმინდა გიორგის სახელობის დღე მოძრავი ქრისტიანული დღესასწაულია. დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს იმართება. დღესასწაულს ხალხში უძოობას უწოდებენ. უძოობაზე იკრიბება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤













