,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ქვემო ქართლში. ტური სანახაობის მხრივ არის მრავალფეროვანი. ავალთ უძოს მთაზე - ზღ. დონიდან 1416 მ. და გადმოვხედავთ თბილისის ხედებს. შემდეგ გადავალთ აზეულას მთაზე ზღ. დონიდან 1250 მ. (აქედან ვიწყებთ ლაშქრობას) და ვიხილავთ ისტორიულ კოჯრის ციხეს და პანორამულ ხედებს. შემდეგ კი ყვავილებით მოფენილ ტყის ბილიკებით დავეშვებით მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში. გზად შეგვხვდება წყალსაცავი, ჩანჩქერები, უძველესი ტაძრები და ა.შ. :*
1. უძო - წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები.
2. კოჯრის გადასახედი
3. ქოროღლის (აზეულას) ციხე - მე-9 ს.
4. ღოუბანი - ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი - მე-16 ს.
5. კაბენი -მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია მე -13 ს. და ნასახლარები.
6. კაბენის სამი ჩანჩქერი
7. ასურეთის წყალსაცავი
8. ასურეთის გერმანელების სასაფლაო
9. გერმანული სოფელი ელიზაბეთალი
✔ 20 აპრილი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება:
✔ ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
14 კმ. მარტივი სირთულის.
✔ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
✔ ორი გამყოლი
✔ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔ ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
✔ კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით სმარტთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს და წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება, სადაც ყველა ერთად ვიპიკნიკებთ. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი













