national delicacy

ლორე-ტაშირი (სომხეთი)

  • ID: 49999
  • ნახვები: 2057
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით ტურს სომხეთში, სადაც ვესტუმრებით საზღვრებს მიღმა საქართველოს, კერძოდ ლორე-ტაშირს. საუკუნოვან ქართულ ტაძრებთან ერთად, ასევე ვნახავთ განსხვავებული არქიტექტურის ძალიან საინტერესო სომხურ ძეგლებსაც.

1. ახტალის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მე-10 საუკუნე.
2. ახპატის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
3. თამარის ხიდი - ქალაქი ალავერდი.
4. სანაჰინის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
5. ქობაირის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მე-12 საუკუნე, ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს.

✔ 17 მარტი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 35 ლარი

ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი (პირადობის მოწმობით საზღვარს ვერ გადაკვეთთ).

ფეხით სასიარულო: მხოლოდ ქობაირის მონასტერზე ჯამში 1კმ მარტივი.

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი

- ლორეს პროვინცია. (სომხ. Լոռի) — ძირძველი ქართული მხარე. ამჟამად სომხეთის პროვინცია (მარზი). ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და საქართველოს ესაზღვრება. მისი დედაქალაქია ვანაძორი, ხოლო სტეფანავანი სიდიდით მეორე ქალაქი. პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ახპატი და სანაჰინი და კარგად შემონახული ახტალის მონასტერი. ლორეს ისტორიულ რეგიონს საუკუნეების მანძილზე ხან ქართველი და ხან სომეხი მონარქები აკონტროლებდნენ. ლორე 1921 წელს კომუნისტების განკარგულებით საქართველოს ჩამოერთვა და სომხეთს გადაეცა.
ძლიერ დაზარალდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრისგან.
ლორეს პროვინცია საუკუნეების განმავლობაში ქართული სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა. XIX საუკუნის განმავლობაში ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს დარჩა, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი. პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობას ამ დროს სომხები შეადგენდნენ. 1918 წელს სომხეთი თავს დაესხა საქართველოს სადავო ტერიტორიების მითვისების მიზნით. სომხეთ-საქართველოს ომი დასრულდა ლორეს ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებით. მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში - სომხეთის.


- ტაშირი (სომხ. Տաշիր) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის განაპირა ოლქი (ახლანდელი სომხეთის სტეფანავანისა და თუმანიანის რაიონების ტერიტორია).მოიცავდა მდინარე ძორაგეტის მარცხენა შენაკადის — ტაშირიწყლის (ახლანდელი სახელწოდება ტაშირი) ხეობას. შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით. ცენტრი ოძუნი (შემორჩენილია VIII საუკუნის ცენტრალურგუმბათიანი ტაძარი, აგებული იოანე ოძუნელის მიერ). წყაროებში პირველად მოხსენიებულია I საუკუნეში (პლინიუს უფროსი). ამ დროს ტაშირი თრიალეთთან ერთად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მომდევნო საუკუნეებშიც სომხეთის სახელმწიფოს მოსაზღვრე ტაშირი სამთავრო ქართლის შემადგენლობაში იყო. პერიოდულად იგი საცილობელი ტერიტორია ხდებოდა. ტაშირზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები ჯავახეთის ახალქალაქისა და აბოცისაკენ (ყარაღაჯის მთის გადაკვეთით), აგრეთვე სომხეთის ქალაქებისაკენ (ბეზობდალის მთებით). X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში ტაშირი ახალწარმოქმნილი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს იურისდიქციაში მოექცა. 1118 წლიდან კვლავ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი — ამირსპასალარის კუთვნილი მიწა გახდა. 1122 წელს შემოუერთდა საქართველოს და სამართავად გადაეცა ჯერ ორბელებს, შემდეგ — მხარგრძელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, 1918 წელს ეს მხარე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. X-XIII საუკუნეებში ტაშირი ეწოდებოდა აგრეთვე მის მეზობელ ოლქებსაც; XI საუკუნეში კი, ლორის ციხის აგების შემდეგ, ტაშირის ცენტრი ლორეში გადავიდა და მხარეც ხშირად ლორედ იწოდებოდა. გვიანდელი გეოდალური ხანის წყაროებში სახელწოდება „ტაშირი“ მხოლოდ პირვანდელი — ლოკალური შინაარსით იხმარება. ტაშირი ამჟამად სომხეთის ფარგლებშია მოქცეულია და ლორის ოლქში შედის.

1. ახტალის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მე-10 საუკუნე.
ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. მისი აღმავლობის ხანა მე-13 საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმინდა მეფე თამარის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც მე-13-14 საუკუნეებშია აგებული. კომპლექსის მთავარი ეკლესია მე-13 საუკუნის ოციან წლებში აიგო. ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი. მონასტერი მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ადგილობირივი მმართველების – თავად მელიქიშვილების განსასვენებელი იყო.

2. ახპატის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (მე-13-14 სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (მე-12-13 სს.); გავიტები — დიდი (გადაკეთებულია 1209), გადახურული ჯვარედინი კამარებით და ამაზასპისა (1257) — უდიდესი ოთხსვეტიანი გავიტი; სატრაპეზო (მე-13 ს.); წიგნთსაცავი (მე-13 საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.

3. თამარის ხიდი - ქალაქი ალავერდი.

4. სანაჰინის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

5. ქობაირის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მე-12 საუკუნე, ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს სხვა რამდენიმე ქართული არქიტექტურის ნაშთიც მდებარეობს. მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არაერთი ქართული წარწერა-ეპიტაფია, რომელიც იხსენიებს მხარგრძელთა სახლის წევრებს — ივანეს, შანშეს და მის ძმა ბერ პიმენს, შალვას, ვარამს, თამარს და მის მეღლეს სულა გურკენელს. ქართული წარწერები გვხვდება მთელ რიგ შენობებზე (დიდი ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო-სამარხი), სომხური გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეკლესიაზე. ლეონ მელიქსეთ-ბეგის დასკვნის მიხედვით ეს უთუოდ იმის მაჩვენებელია, რომ მონასტერს განუცდია გარდატეხა მე12-13 საუკუნეების მიჯნაზე იმ მხრივ, რომ წინათ ის ყოფილა სომეხთა ანტიქალკედონისტ მონოფიზიტთა სავანე, ხოლო შემდგომ გადაქცეულა სომეხ-ქართველ ქალკედონისტ მართლმადიდებელთა სავანედ, რასაც სხვათა შორის, ქართული წარწერების გარდა, ამტკიცებს მთავარი ეკლესიის საკურთხევლის აგებულება ქალკედონისტური რიტუალის მოთხოვნილებისამებრ და აგრეთვე იმავე ეკლესიისა და ეგვტერის კედლის მხატვრობა ქართული ასომთავრული წარწერებითურთ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა