national delicacy

კარსანი, არმაზი, ბაგინეთი

  • ID: 49997
  • ნახვები: 4104
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს მცხეთის შემოგარენში.

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია - გვიანდელი ფეოდალური ხანა. (ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე).
4.არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 საუკუნე.
5. არმაზის ციხე, მე-13-15 საუკუნეები.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
6. არმაზციხე (ბაგინეთი ) სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ძვ. წ. IV-III ს.ს.
7. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.

✔ 17 მარტი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 14 ლარი

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
6 კმ. მარტივი. ლაშქრობა ულამაზესი ხედების ფონზე, ყვავილებით მორთულ ტყის ბილიკზე :*

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ტურის ბოლოს ვიმწვადავებთ ბუნებაში. ♨️????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი
 

✔ სოფელი კარსანი - გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი - ქართლოსი.
ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში" გამოჩნდა, როდესაც სოფელ კარსანში მცხოვრებმა ლონგინოზ კარსნელმა ჩამოაბრძანა ქრისტეს კვართი საქართველოში.

✔ კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე. წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

✔ კარსანი საიდუმლო ლაბორატორია -მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათ. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამ­შრომლებს.

✔ კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია – მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აქედან იშლება ულამაზესი ზედა ხედები მცხეთაზე, შიო მღვიმის გზაზე, ჯვრის მონასტერსა და არმაზის ციხეზე.

✔ არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 საუკუნე. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები. კომპლექსში ასევე შედის კარიბჭე, მინაშენი და საძვალე. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია მე-16-17 საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია.

✔ არმაზის ციხე, მე-13-15 საუკუნეები. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრულ (სამეურნეო დანიშნულებისათვის) შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

✔ არმაზციხე (ბაგინეთი) - სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. მოიცავს სამ მკაფიოდ განსხვავებულ კულტურის ფენას: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.).არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.

✔ მცხეთის ბეთლემი - მე-4 საუკუნე. ეს არის კლდეში ნაშენები სალოცავი, ძველი თქმულების თანახმად წმ. ნინო აქ ლოცულობდა და აქ იყო მისი მოსასვენებელი. ააგეს მღვიმეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის პირას მოინათლა ქართველი ერი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე14.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19