მოცემული ტური ვადაგასულია მსგავსი შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე მსგავსი ტურები
national delicacy

ნავდარაანთკარი, ბზიანა, ამოტრიალებული საყდარი და ა.შ.

  • ID: 49637
  • ნახვები: 7345
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/19
    დაბრუნება
    • 03/03/19
დამატებითი ინფორმაცია

1. ზედაზნის მონასტერი - იოანე ზედაზნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-6 ს.
2. თბილისის ეროვნული პარკი - ზედაზნის ტყე.
3. ნავდარაანთკარის წმ. გიორგის ეკლესია და ღვთისმშობლის სახელობის ნიში მე -6- 7 სს. (მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.)
4. ბზიანის მონასტერი - სამი ეკლესია, ფრესკები, გალავანი. მე -8 -12ს.ს.
5. შირმის წყარო
6. კლდეზე მიკრული ეკლესია - გვიანდელი ფეოდალური ხანა.
7. ბერების საყდარი - გვიანდელი ფეოდალური ხანა.
8. ამოტრიალებული საყდარი
9. წინამძღვრიანთკარის წინამძღვრიშვილების ეკლესია და ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წ. დაარსებული სასოფლო - სამეურნეო სკოლა, სადაც გახსნისას სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძემ.

???? ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
8 კმ. მარტივი, ტყის ძველ სამანქანო გზაზე.

⚠️ ტურზე გასათვალისწინებელი:
მეგობრებო როდესაც სალაშქრო ტურზე მოდიხართ ან სანახავი ადგილებიდან რომელიმეზე არის სასიარულო გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი შესაძლებლობები. მართალია ჩამკეტი ყოველთვის გვყავს და ბოლოში მოსიარულეს ელოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ 1 საათის სავალზე 2 საათი ვიაროთ. ასეთ დროს ჯგუფი ძალიან ფერხდება. რაც იწვევს ტურის გეგმის დროიდან ამოვარდნას. დიდ ტურებზე სიარული გათვლილი გვაქვს საშუალო ტემპზე, ძალიან ნელა სეირნობის რეჟიმში ვერ ვივლით. ასევე ლაშრობისას გაუთავებლად სურათების გადაღების გამო ყველა ყვავილთან და ა.შ. გაჩერებებისგან გთხოვთ შეიკავოთ თავი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
7:45 სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

????‍♀️ გამყოლი
???? მგზავრობა მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

???? ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

- ბზიანის კომპლექსი — კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე სოფელ შანკევანის დასავლეთით მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპლექსში შედის სამი ეკლესია და გალავანი.

- ნავდარაანთკარის კომპლექსი მოიცავს წმ. გიორგის ეკლესიას და ღვთისმშობლის ნიშს:
1. წმ. გიორგის ეკლესია ( მე-6 ს-მე-7 სს) დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს.
2. ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ადრე წმ. გიორგის სახელობის იყო, ახლა ღვთისმშობლის სახელობით იხსენიებენ. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.
3. ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.

- ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.
სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, ოდესმე აქ მისი კერპიც იდგა. ზადენის კერპი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება გახლდათ, რომელსაც თაყვანს ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ. VI საუკუნეში კი საქართველოში ჩამოსულ ასურელ მამათა წინამძღვარი თავის თორმეტი მოწაფითურთ ამ მთაზე დამკვიდრდა. მამა იოანემ აქ მონასტერი დააარსა და თავადაც ზედაზნელი ეწოდა. იოანემ შეარჩია “მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო”, “აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ”. აქ “პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ”. მისი მოწაფეები შემდგომ საქართველოს სხვადასხა კუთხეში წავიდნენ სამოღვაწეოდ, მამა იოანე კი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა და ანდერძისამებრ აქვე დაკრძალეს, მღვიმეში, რომელშიც მოღვაწეობდა.
1705 წელს ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა და მოგვიანებით კვლავ განახლდა. მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. აქ გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწნობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება.
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/19
    დაბრუნება
    • 03/03/19