national delicacy

16 და 17 მარტი - ტური სომხეთში

  • ID: 49624
  • ნახვები: 1986
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19
დამატებითი ინფორმაცია

16 და 17 მარტი - ტური სომხეთში

ტურზე ჩასაწერად და დასაჯავშნად დარეკეთ: 558 18 62 25 თამუნა

სასტუმრო: Benefice Mini-Hotel & Tours 
დღე 1. თბილისი -ახპატის მონასტერი -აგარცინი-სევანი- ერევანი (360კმ)
06:00- შეკრება მეტრო ავლაბრის მიმდებარედ.
06:30 გასვლა თბილისიდან

გამგზავრება თბილისიდან. საბაჟო პროცედურები. 
ახპატის მონასტრის მონახულება - შუასაუკუნეების ძეგლი, შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში.

 შემდეგ გავემართებით და მოვინახულებთ აგარცინს XI-XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექს. 
უკანა გზაზე შევჩერდებით სევანის ტბაზე. სევანავანქი - სევანის მონასტერი - არქიტექტურული კომპლექსი.

დრო სადილისთვის.გამგზავრება ერევნისკენ. სასტუმროში დაბინავება. დასვენება.
ტური ერევენში: ვიწყებთ ქალაქის დათვალიერებას : ერევანი — სომხეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი დაახლოებით 2,799 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ერებუნის ციხესიმაგრე, ქალაქის მერია, დავიდ სასუნის ძეგლი და სხვა ღირშესანიშნაობები.
ვესტუმრებით ისტორიის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები პალეოლითის პერიოდიდან დღემდე.ვესტუმრებით ფარაჯანოვის სახლმუზეუმს. მუზეუმი განთავსებულია ორსართულიან, ტრადიციული კავკასიური დიზაინის შენობაში. კოლექცია შედგება დაახლოებით 1400 ექსპონანტისაგან. პროგრამის ფარგლებში ასევე ვეწვევით ციცენაკარბედს - სომხების გენოციდის ძეგლს. 
ღამე ერევანში.

დღე 2: 
საუზმე. შემდეგ ვეწვევით ეჩმიადინის საკათედრო ტაძარს- სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. უძველესი ხის ეკლესია მონასტრის ადგილზე აგებული ყოფილა ჯერ კიდევ სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, ხოლო ქვის ეკლესია ააგეს V-VII საუკუნეებში. სამრეკლო აგებულია 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.დაბრუნება ერევნისკენ. გზად შევჩერდებით ზვართნოცის ულამაზეს ტაძართან, ითარგმნება როგორც „ზეციური ანგელოზების ტაძარი.“ აგებულია 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით, დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარის ადგილას. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 
ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს. 
ვიწყებთ დაბრუნებას თბილიში. გასვლა გარნის მიმართულებით და ცეცხლთაყვანისმცემელთა უძველესი ტაძრის მონახულება. დრო სადილისთვის.
შემდეგ გავუყვებით მდინარე აზატის ხეობას და მივადგებით ნახევრად კლდეში ნაკვეთ გეღარდის ულამაზეს ტაძარს (იუნესკოს მემკვიდრეობა)
გვიანი დაბრუნება თბილისში.

ტურისღირებულება - 125 ლარი.

ტურზე ჩასაწერად და დასაჯავშნად დარეკეთ: 558 18 62 25 თამუნა
 

ფასშიშედის:
. ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
. გამყოლი ;
. სასტუმრო, საუზმე -1;

 

ფასშიარშედის:
კვება (სადილი, ვახშამი);
მუზეუმებში  შესასვლელი ბილეთის ღირებულება;

06:00- შეკრება მეტრო ავლაბრის მიმდებარედ.
06:30 გასვლა თბილისიდან


თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
* თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 120 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო- 15 წუთი

* გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი,რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე უნდა იყოს დარჩენილი.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე125.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/03/19
    დაბრუნება
    • 17/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა