national delicacy

3 მარტი. ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები (1 დღიანი ტური ლორეში)

  • ID: 49574
  • ნახვები: 3219
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/19
    დაბრუნება
    • 03/03/19
დამატებითი ინფორმაცია

ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები (1 დღიანი ტური ლორეში)

ჩრდილოეთ სომხეთი, იგივე ლორეს და ტავუშის პროვინციები, ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილს წარმოადგენს. ამ რეგიონში ერთმანეთის გვერდით გვხვდება როგორც ქართული მართლმადიდებლური, ასევე სომხური გრიგორიანული ტაძრები. განსაკუთრებით მრავლადაა აქ XII-XIII საუკუნეების ქართული ტაძრები.

ტურის გამართვის თარიღია: 3 მარტი

გასვლა დილით 06:30 ზე ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან;

მოსანახულებელი ობიექტებია:

* ახტალა

* ახპატი

* ალავერდი

* ოძუნი

* ქობაირი

 * ჰნევანქი

* აქორი

* სანაჰინი


*ახტალა XII. - ახტალა მდებარეობს ისტორიულ ლორე-ტაშირში, ქალაქ ლორეს სიახლოვეს, მდ.დებედას ხეობაში, ახტალის ძველი სახელი იყო პღნძაჰანქ (რაც სპილენძის მადანს ნიშნავს სომხურად). ახტალის მონასტრის აშენება დაკავშირებულია ივანე I მხარგრძელთან, გვიან შუა საუკუნეებში ახტალა მელიქიშვილების მამული და საძვალე იყო. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის ბოლოს მეფე ერეკლე II აქ სპილენძს მოიპოვებდა.ახტალის სამონასტო კომპლექსში ახლა სამი ეკლესია ჩანს: ორი მცირე, დარბაზული ტიპისაა – წმ. გიორგისა და წმ. სამების სახელობისა, მესამე კი ჯვარგუმბათოვანი დიდი ტაძარია ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული

*ახპატი X-XI სს. -X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახპატში, შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (XIII-XIV სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (XII-XIII სს.); სატრაპეზო (XIII ს.); წიგნთსაცავი (XIII საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.1996 წლიდან ახპატი სანაინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

* ალავერდი  - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. XVII ს-ში დაერქვა ალავერდი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.
 

* ოძუნის მონასტერი -VI საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ლორეს პროვინციის სოფელ ოძუნში. ისტორიულ გოგარენეს რეგიონში.მონასტრის აშენების შესახებ პირველადი წყაროები არ მოგვეპოვება, თუმცა არქიტექტურული სტილისა და ეკლესიის კონსტრუქციის მიხედვით ეკლესია VI საუკუნეს განეკუთვნება. ეკლესიას რამდენიმეჯერ ჩაუტარეს რესტავრაცია და რეკონსტრუქცია. უკანასკნელი რესტავრაცია მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ 2014 წელს ჩაუტარდა.

* ქობაირი XII-XIII სს.-ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის.ქობაირის ეკლესიაზე ბერი გიორგის წარწერაა: ’მე დავფიქლე ეს ეკლესია, კარიბჭე გადავხურედა უცხო თესლისაგან წართმეული მიწები დავაბრუნე’. 

* ჰნევანქი, ანუ "ძელიჭეშმარიტი"– ქართული ეკლესია სომხეთში, მას ქართულად ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება; სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს: ჰუნე ვანქ — ბერძენთა მონასტერი და ჰუნე ვანქ — ძველი მონასტერი, ქალკედონიანთა სავანის მნიშვნელობით; გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი VIII-IX საუკუნეებით აქვს დათარიღებული

*აქორისეკლესია - აქორის ეკლესია ანუ ბღაორი -  დარბაზული ეკლესია სომხეთში, ლორეს პროვინციაში. გარშემორტყმულია კლდეებითა და ხეობებით. არც ისტორიულ წერილობით წყაროებსა და არც ეპიგრაფიკაში არ მოიპოვება ინფორმაცია ტაძრის აგების თარიღზე. მის არქიტექტურას რეგიონის სხვა ძეგლებთან (ახტალა, ქობაირი და სხვა) ბევრი საერთო ნიშანი აქვს, რის გამოც მასაც იმავე პერიოდით, XIII საუკუნით ათარიღებენ. ქართული წარწერა არ გააჩნია, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული შემკულობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა.

*სანაჰინი X-XI სს. - სოფელი სომხეთის ჩრდილოეთში, ლორის პროვინციაში. ამჟამად ქალაქ ალავერდის ნაწილია, რომელთანაც ბაგირ-გზით არის დაკავშირებული. სოფელი განთქმულია აქ მდებარე სამონასტრო კომპლექსით, რომელიც X საუკუნეში დაარსდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

სახელი სანაინი სიტყვასიტყვით ნიშნავს "ეს უფრო ძველია, ვინემ ის", და სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ ის მეზობლად მდებარე ახპატის მონასტერზე უფრო ძველია. ეს ორი სოფელი და მათი მონასტრები ერთმანეთის მსგავსია და განლაგებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ მდ. დებედის ხეობის კალთების სხვადასხვა მხარეს. კომპლექსი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განკარგვაშია.

დაბრუნება თბილისში.


ტურისღირებულება: 35ლარი
ფასშიშედის:

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, მიკრო - ავტობუსი გამოვა რუსთავიდანაც
გიდი/გამყოლი;  წყალი;

ფასში არ შედის:

კვება

* გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი,რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე უნდა იყოს დარჩენილი.

ასევე თან იქონიეთ:

ქუდი, საწვიმარი და სათვალე 

ტაძრებისთვის- შესაფერისი ჩაცმულობა

 
დაბრუნება:  22:00 -23:00 საათი
ტურზე ჩასაწერად და დასაჯავშნად დარეკეთ: 558 18 62 25 თამუნა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/19
    დაბრუნება
    • 03/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა